Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
პარასკევი, ოქტომბერი 2, 2026
საბერძნეთი

განგაში პატრაში ავტომანქანაში მარტო დატოვებული ორი წლის ბავშვის გამო

გავრცელებული ინფორმაციით  პატრაში, ერთ- ერთ ქუჩაზე განგაში შეიქმნა, რადგან გამვლელებმა იქვე გაჩერებულ ავტომანქანაში მარტო დატოვებული ბავშვი შენიშნეს.

როგორც შემდეგ გაირკვა,  ბავშვის მშობლები აფთიაქში შესასვლელად გაჩერდნენ და როდესაც მანქანიდან გადმოვიდნენ, გასაღები ბავშვთან ერთად მანქანაში დატოვეს, თუმცა კარის დახურვისას მანქანა ავტომატურად ჩაიკეტა.

წყვილი პანიკამ მოიცვა, რადგან მათი ორი წლის ბიჭი უკან, საბავშვო სავარძელში  იჯდა და შიგნიდან იყო ჩაკეტილი, თვითონ კი მანქანის გაღებას ვერ ახერხებდნენ.

სასწრაფოდ შეატყობინეს  სახანძრო- სამაშველო ბრიგადას, რომლებიც დაუყოვნებლივ მივიდნენ შემთხვევის ადგილზე და  შეძლეს მანქანის გაღება.

საბედნიეროდ ბავშვს არაფერი დაშავებია და ის უვნებელი გამოიყვანეს.

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *