Latest news
მხოლოდ 2 წუთით მანქანის გაჩერება შესაძლოა ჯარიმის გამოწერით დასრულდეს კრეტა: რატომ მოიპარა მძარცველმა ჯიხურის დაცვის კამერა კურიერით ამანათის მიღებისას ნაღდი ანგარიშსწორების შესაძლებლობა უქმდება ფილიპოს კამბურისის ყოფილი თანამშრომელი განცხადებას აკეთებს სალონიკი: ბინის მეპატრონეს სტუდენტის ფარულად გადაღებისთვის 2 წლით პატიმრობა შეეფარდა საბერძნეთი: ეკლესია სასულიერო პირების სოც.ქსელებში აქტიურობის წესების განსაზღვრას ცდილობს კიფსელი: მეტროს მშენებლობითი სამუშაოების შედეგად დაზიანებული შენობებისთვის ჩატარებული ექსპერტიზის დო... ათონის მთის ადმინისტრატორი: მონასტრები რომ პოლიტიკურ პარტიებს მხარს უჭერენ ეს ყველასთვის კარგად ცნობ... რა უნდა გვედოს ავტომანქანის აფთიაქში ჯარიმის თავიდან ასაცილებლად  საბერძნეთში რომას საზოგადოებრივი ინტეგრაციის საკითხი მწვავე პრობლემად რჩება
პარასკევი, ოქტომბერი 9, 2026
საბერძნეთი

მაღალსიჩქარიანმა ბორანმა მიკონოსზე მინი ცუნამი გამოიწვია

ჩქაროსნულმა ბორანმა Worldchampion Jet კუნძულ მიკონოსზე ქაოსი გამოიწვია, როდესაც მის მიერ ცურვისას  წარმოქმნილი მასიური ტალღები  აგიო სტეფანოს სანაპიროზე მყოფ დამსვენებლებს შეეჯახა.

სანაპიროზე მყოფმა მორიგე მაშველმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ დახმარებოდა მოცურავეებს, რომლებიც წყლიდან გამოდიოდნენ, რადგან სანაპიროზე პანიკა გავრცელდა. დაშავდა ორი ქალი, მაგრამ სერიოზული დაზიანებები არ დაფიქსირებულა.

მომხდარს საბერძნეთის სანაპირო დაცვა გამოეხმაურა და შემთხვევის ადგილზე სწრაფად მივიდა. მათ ბორანის კაპიტანი გააფრთხილეს, რომ გემი ძალიან დიდი სიჩქარით მოძრაობდა სანაპიროს სიახლოვეს.

კიდევ ერთი საზღვაო ინციდენტი კუნძულზე დაფიქსირდა მაისში, როდესაც სულ მცირე სამი ადამიანი – ორი ქალი და ერთი მამაკაცი  დაიხრჩო მას შემდეგ, რაც მიკონოს სანაპიროსთან მიგრანტების ნავი ჩაიძირა . მიკონოსი, ისევე როგორც ბევრი სხვა საბერძნეთის კუნძული განლაგებულია იმ საზღვაო მარშრუტებში , რომლებსაც  მიგრანტები გადიან ხმელთაშუა ზღვის გადაკვეთისას  ევროპისკენ.

 

 

 

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *