Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
პარასკევი, ოქტომბერი 2, 2026
კრიმინალისაბერძნეთი

კონსტანტინუპოლში გაჩენილი ხანძრის შედეგად 29 ადამიანი დაიღუპა

კონსტანტინუპოლში გაჩენილი ხანძრის შედეგად 29 ადამიანი დაიღუპა

კონსტანტინუპოლში, სისლის დასახლებაში, 16 სართულიანი კორპუსის სარდაფში გაჩნდა ხანძარი, რომელმაც 29 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, ხოლო ერთი მაცხოვრებელი კი მძიმედ დაშავდა.

ადგილზე დაუყოვნებლივ გამოცხადდა სასწრაფო დახმარების, სახანძრო-სამაშველო და საპატრულო მანქანები.

როგორც ქალაქის სამმართველო აცხადებს, ხანძარი სარემონტო სამუშაოებმა გამოიწვიეს. სარდაფი გადაკეთებული იყო Masquerade ბარად, რომელიც რამაზანისთვის დაკეტილი იყო და სწორედ ამ პერიოდში მიმდინარეობდა ბარში სარემონტო სამუშაოები, რომლის შედეგადაც მოხდა აფეთქება, რამაც გამოიწვია ცეხლის გაჩენა. ბარი მალევე გაივსო კვამლით და ცეცხლი ნელ-ნელა მთელს კორპუსს მოედო. ადამიანებმა, რომლებიც სარემონტო სამუშაოებს ასრულებდნენ, ვეღარ შეძლეს ბარის დატოვება. 

შინაგან საქმეთა მინისტრმა, ღილმაზ ტუდსმა, განაცხადა, რომ გამოძიებას სამი პროკურორი აწარმოებს. დაკავებულია ბარის 2 მფლობელი, 2 დირექტორი, ბუღალტერი და თანამშრომელი, რომელმაც მუშები დაიქირავა. 

შემთხვევის ადგილზე მივიდა კონსტანტინუპოლის მერი, ეკრემ იმამოღლუ, რომელმაც მსხვერპლების რაოდენობა დაადასტურა და განაცხადა, რომ ბარის მფლობელებს არ გაუკეთებიათ განცხადება სარემონტო სამუშაოების ნებართვის გაცემასთან დაკავშირებით. “ბარი თვალთახილვის არეს მოშორებულია, შესაბამისად მიმდინარეობდა უკანონო სარემონტო სამუშაოები”. – აცხადებს ქალაქის მერი.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *