Latest news
ისტორიული ვიდეო პოლიტექნიკური უნივერსიტეტის აჯანყების პირველი წლისთავიდან იცით თუ არა რომ მოძრაობის წესების დარღვევისას ქვეითებიც ჯარიმდებიან ირაკლიო: რატომ ჰქონდა 18 წლის ბავშვს საწვავით სავსე ბოთლთან წვდომა საბერძნეთის სახელმწიფო საბჭოს ვიცე პრეზიდენტი: არ ვიზიარებ მერების წინასწარ უარყოფით დამოკიდებულებას ზეფირი: „კოლეგის გადარჩენა ვცადე, მაგრამ ჟანგბადი გამითავდა“  კოლონოს: ილიას მიხოსი სასამართლოში გადაიყვანეს ზეფირი: ხანძრის შედეგად გარდაცვლილი 2 მეხანძრის საქმესთან დაკავშირებით პროკურორი 34 წლის ქალსა და მი... ათენის პოლიტექნიკური უნივერსიტეტი აჯანყების 53-ე წლისთავთან დაკავშირებით უნივერსიტეტის ჭიშკარი გაიხს... მიგრანტთა დაბრუნების ცენტრები: ორშაბათს გამოცხადდება ევროკავშირის პირველი არაწევრი ქვეყანა, რომელიც ... „ბავშვის მდგომარეობის დამძიმების მიზეზი მისი მეტაბოლიზმი გახდა“ - აცხადებენ პატიმრობაში მყოფი 4 თვის...
ორშაბათი, ნოემბერი 16, 2026
მსოფლიო

მან მეგობრის მანქანაში გასართობად 12 კილო დინამიტი ჩადო და მიიმალა

ფინეთის პოლიციამ წარმოუდგენელი მიზეზით დააკავა მამაკაცი, რომელმაც  მეგობრის მანქანაში “ხუმრობით” დინამიტი ჩადო.

კერძოდ, ფინელმა, რომლის ვინაობის შესახებ დეტალები არ ვრცელდება, მეორე მამაკაცის კუთვნილ ავტომანქანაში 12 კილოგრამი დინამიტი ჩადო. როგორც პოლიციამ დაადასტურა, მამაკაცები არა მხოლოდ იცნობდნენ ერთმანეთს, არამედ კარგი მეგობრებიც არიან.

როდესაც ის დააკავეს, მან აღიარა თავისი ქმედება და თქვა რომ უბრალოდ მეგობარს გაეხუმრა და ეს ყველაფერი მხოლოდ გასართობად გააკეთა.

თუმცა, მანქანის მფლობელს ალბათ სახუმაროდ არ ჰქონდა საქმე, როცა დინამიტი აღმოაჩინა და პოლიცია გამოიძახა. პოლიციის განმარტებით მანქანაში დინამიტის გარდა აღმოჩენილი იქნა დეტონატორებიც.

ასაფეთქებელი ნივთიერების გასანეიტრალებლად პოლიციამ მთელი ოპერაცია მოაწყო, რომელმაც შესაძლო დაზიანებების თავიდან ასაცილებლად მიმდებარე შენობებისა და სახლების ევაკუაცია მოახდინა.

პოლიციამ გამორიცხა, ​​რომ ეს ტერორისტული აქტი იყო. როგორც გაირკვა, დამნაშავეს ნივთიერების აფეთქება არ ჰქონდა განზრახული, თუმცა მიუხედავად ამისა, მას ჩადენილ ფაქტზე კანონით გათვალისწინებული სასჯელი დაეკისრება.

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *