Latest news
სტუდენტური ბინის მოძიებიდან ფინანსურ დამოუკიდებლობამდე  31 ივლისი სტუდენტური დაფინანსებისთვის განცხადებების მიღების ბოლო დღეა ახალგაზრდა ფერმერებს დახმარების მისაღებად საგადასახადო და სადაზღვევო ცნობების წარდგენა აღარ დასჭირდე... სერესი: ადგილობრივ დღესასწაულზე მამაოებმა მუსიკალური ნომერი შეასრულეს 100 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარის ქარი და ხანძრის გაჩენის მაღალი რისკი  მკვლელმა ჩემოდანი, რომელშიც ბრიტანელი ქალის ცხედარი იყო, კიფსელზე თავად, ფეხით მიიტანა საბერძნეთი: რომელ რეგიონებშია 31 ივლისს ხანძრის გაჩენის მაღალი რისკი იყენებდა თუ არა მკვლელი მოკლული ქალის ტელეფონს, რათა დანაშაულის კვალი დაეფარა მეხანძრის გულისამაჩუყებელი განცხადება: ჩემი კოლეგები სახლში ვეღარ დაბრუნდებიან საბერძნეთში სტუდენტური საცხოვრებლის დაფინანსება 115%-ით გაიზარდა
პარასკევი, ივლისი 31, 2026
საბერძნეთიUncategorized

მკვლელმა ჩემოდანი, რომელშიც ბრიტანელი ქალის ცხედარი იყო, კიფსელზე თავად, ფეხით მიიტანა

მკვლელმა ჩემოდანი, რომელშიც ბრიტანელი ქალის ცხედარი იყო, კიფსელზე თავად, ფეხით მიიტანა

საბერძნეთის სამართალდამცავი ორგანოები აგრძელებენ 38 წლის ბრიტანელი ქალის მკვლელობის საქმის გამოძიებას, რომლის ცხედარიც 18 ივლისს ათენში კიფსელზე, მიტოვებულ შენობაში დატოვებულ ჩემოდანში აღმოაჩინეს.

გამოძიება ყურადღებას ამჟამად გარდაცვლილის მობილურ ტელეფონზეა ამახვილებს. პოლიციის ხელთ არსებული ინფორმაციის თანახმად, ტელეფონი 15-დან 29 ივლისამდე ათენის ტერიტორიაზე აფიქსირებდა სიგნალს. პოლიცია ვარაუდობს, რომ მკვლელობის შემდეგ მოწყობილობა სავარაუდოდ დამნაშავის ხელში იყო და ახლა დეტალურად სწავლობს მის გადაადგილების მონაცემებს, რათა დაადგინოს, თუ სად გადაადგილდებოდა ეჭვმიტანილი.

გამომძიებლების შეფასებით, მკვლელობა ჩემოდნის საბოლოო ადგილმდებარეობიდან შორს არ მომხდარა. პირიქით, არსებული მტკიცებულებები მიუთითებს, რომ დანაშაული კიფსელის მიტოვებული შენობის სიახლოვეს მოხდა. ასევე, პოლიცია მიიჩნევს, რომ მკვლელმა ცხედრიანი ჩემოდანი დანაშაულის ადგილიდან ფეხით გადაიტანა და არა ავტომობილით.

პარალელურად, სამართალდამცავი ორგანოები ცდილობენ დაადგინონ იმ ადამიანების ვინაობა, რომლებსაც გარდაცვლილი „ამერიკელ მეგობრებს“ უწოდებდა. გავრცელებული ინფორმაციით, ქალი თავდაპირველად კერაცინის რაიონში, ბერძენი მეგობრების ოჯახში ცხოვრობდა და მათ უთხრა, რომ 15 ივლისს კიფსელზე გადადიოდა ამერიკელ ნაცნობებთან საცხოვრებლად. მისი ბერძენი მეგობრები უკვე დაკითეს და ამ ეტაპზე მათთან დანაშაულის კავშირის დამადასტურებელი მტკიცებულება არ არსებობს.

გამოძიების ფარგლებში ასევე მოწმდება შეტყობინებები, რომლებიც ქალის მობილურიდან მისი გაუჩინარების შემდეგ გაიგზავნა. შეტყობინებებში ის მეგობრებსა და ოჯახის წევრებს წერდა, რომ „ცოტახნით საკუთარ თავთან მარტო დარჩენა სურდა“. პოლიცია არ გამორიცხავს, რომ ეს შეტყობინებები მკვლელმა გაგზავნა, რათა გამოძიება შეცდომაში შეეყვანა.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *