Latest news
23 წლის ბრალდებული საუბრობს ღამეზე, რომელმაც 19 წლის მირტოს სიცოცხლე იმსხვერპლა რა ჰქონდათ განზრახული დამნაშავეებს და რატომ მიატოვეს მირტო ქუჩაში 19 წლის მირტოს გარდაცვალების საქმეში ერთ-ერთი ბრალდებულის წინააღმდეგ ახალი საჩივარი შეიტანეს იასამნისფერი გზა, რომელიც თავს ზღაპრის გმირად გაგრძნნობინებთ საბერძნეთის ინიციატივას, არასრულწლოვნებისთვის სოც.მედიაზე წვდომის შეზღუდვასთან დაკავშირებით კვიპროსი... Cosmote Telekom-ი მეტალიკას კონცერტზე დასასწრებ ბილეთებს ათამაშებს როდემდე უნდა გადავცვალოთ ძველი პირადობები ირაკლიო: ციხიდან გაქცეულმა პატიმარმა გზად ქალი დააყაჩაღა კეფალონია: 19 წლის მირტოს გარდაცვალების საქმის ახალი დეტალები ვრცელდება ევროპელი პროკურორების ასოციაცია: ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს ჩვენს ბერძენ კოლეგენს ΟΠΕΚΕΠΕ-ის საქმის მს...
პარასკევი, აპრილი 17, 2026
საბერძნეთი

კვლევების შემაშფოთებელი შედეგები- დაბინძურების დიდი მოცულობა საბერძნეთის ზღვების ეკოსისტემაში

ეგეოსის ზღვაზე, საზღვაო დაცვის ინსტიტუტის მიერ ჩატარებული კვლევების შედეგად დაფიქსირდა მიკროპლასტიკური დამაბინძურებლების შემცველობა ზღვის ძუძუმწოვრების 4სახეობაში და ზღვის კუს 2 სახეობაში, რომლებიც მკვდარი აღმოაჩინეს ჩრდილოეთ ეგეოსის სანაპიროებზე.

ლაბორატორიებში  გამოკვლეული იქნა სულ 25 ზღვის ცხოველი, რომელთაგან თითოეულის  კუჭ- ნაწლავის სისტემაში გამოვლინდა პლასტმასის დამაბინძურებლები.

ამ კვლევის შედეგები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ გარემოში გამოფენილი პლასტმასის ნარჩენების ფრაგმენტებმა და ბოჭკოებმა უკვე შეაღწიეს საბერძნეთის ზღვების ეკოსისტემის და კვების ჯაჭვის ყველა დონეზე.

პლასტიკური ნარჩენები და ბოჭკოები აღმოჩენილია თევზების და უხერხემლოების სხვადასხვა სახეობების, ასევე ზღვის ფლორის, ზღვის წყლისა და ნალექის თითქმის ყველა ნიმუშში.

პლასტმასის ნარჩენების კიდევ უფრო მცირე ფრაგმენტები, ეგრეთწოდებული ნანოპლასტიკა, ბევრად უფრო სახიფათო აღმოჩნდა, რადგან ისინი ადამიანის ორგანიზმის ქსოვილებშიც კი შეაღწევენ სერიოზული დაზიანებების გამომწვევი ეფექტებით, რომლებიც ჯერ კიდევ არ არის დეტალურად განსაზღვრული.

კვებით ჯაჭვში შემავალი პლასტმასის ამ პატარა ფრაგმენტების მავნე ზემოქმედება, ჯერ ბოლომდე არ არის შესწავლილი, მაგრამ ის ტოქსიკური ქიმიკატები, რომელსაც პლასტმასი შეიცავს, სხვადასხვა ორგანიზმებში და მათ შორის ადამიანის ორგანიზმში მოხვედრისას, სერიოზულ დაზიანებებს იწვევს.

ხმელთაშუა ზღვა პლანეტის ერთ- ერთ ყველაზე დაბინძურებულ ზღვად ითვლება.

კვლევები ცხადყოფს, რომ მის ფსკერზე დალექილია დიდი ოდენობით ნაგავი, საიდანაც 70-80%  სხვადასხვა ტიპის პლასტმასია.

პლასტიკური დაბინძურების პრობლემა საგანგაშოდ იზრდება.     მიუხედავად გატარებული ზომებისა, მაგალითად:  პლასტიკური ერთჯერადი ჩანთების მოხმარების შეზღუდვა, ზომები ცუდად არის განხორციელებული და ეს მხოლოდ ზღვაში წვეთია.

პლასტმასისგან დაბინძურების გავრცელების ყველაზე დიდი წილი მოდის კვების მრეწველობასა და საცალო ვაჭრობაზე, ერთჯერადი პლასტმასის შეფუთვის გამოყენების ფართო ხელმისაწვდომობის გამო,  რასაც გამოუსწორებელი ზიანი მოაქვს საზოგადოებრივ ჯანმრთელობასა და გარემოზე.

პრობლემად რჩება ასევე დიდი ნაგავსაყრელების და ნაგვის გადამუშავების სისტემის მოუწესრიგებლობა.

საბერძნეთის კუნძულებზე დღემდე ფუნქციონირებს მრავალი უკანონო ნაგავსაყრელი, საიდანაც ნარჩენები ქარის მეშვეობით ზღვაში ჩაედინება.

რათქმაუნდა საბერძნეთი არ არის ეგეოსის ზღვის ერთადერთი დამაბინძურებელი,  სერიოზულ პრობლემებს იწვევს ასევე პლასტიკური დაბინძურების უზარმაზარი მოცულობები,რომლებიც    მეზობელი ქვეყნებიდან შემოედინება, გროვდება და ტოვებს მძიმე ტოქსიკურ მემკვიდრეობას მომავალი თაობებისთვის  და ქმნის ახალ გარემოსდაცვით კრიზისს, რომლის წინააღმდეგ ბრძოლაც სერიოზული გამოწვევაა როგორც საბერძნეთის ასევე სხვა ქვეყნებისთვის.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *