Latest news
დასავლეთ ნილოსის ვირუსი: სიმპტომები - მსუბუქი ფორმიდან ენცეფალიტამდე ბურდუმის: ძალიან ცუდი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ფილმის სანახავად არ მოვიდა ტინოსი: ღვთისმშობლის ხატის საზეიმო მსვლელობა უნდა ინერვიულონ თუ არა ავტომანქანების მფლობელებმა, რომლებსაც ელექტრომობილები არ ჰყავთ კოზანელი ოსტატის ხელნაკეთი გიტარები მსოფლიოს მასშტაბით იყიდება საბერძნეთი დღეს ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულს აღნიშნავს 15 აგვისტოსთან დაკავშირებული ტრადიციები კუნძულებზე Marfin-ის საქმეში ბრალდებული 46 წლის ქალის ადვოკატმა წინასწარი პატიმრობის გადაწყვეტილება გაასაჩივრა სანტორინსა და ნაქსოსზე რესტორნები და ტურისტული ობიექტები დარღვევების გამო დაჯარიმდნენ  საბერძნეთი: ადვოკატთა ასოციაცია აცხადებს, რომ კერძო იურიდიული სკოლების შექმნას საერთო გეგმა და ხანგრ...
ორშაბათი, აგვისტო 17, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

პროგრამაში, ტურიზმი ყველასთვის 2025, მონაწილეობისთვის განცხადებების მიღება დაიწყო

პროგრამაში, ტურიზმი ყველასთვის 2025, მონაწილეობისთვის განცხადებების მიღება დაიწყო

დღეს შუადღის 14:00 საათიდან იხსნება პლატფორმა, სადაც საბერძნეთის მოსახლეობა შეძლებს ატვირთოს განცხადებები პროგრამაში “ტურიზმი ყველასთვის” მონაწილეობის მისაღებად.

აღნიშნული პროგრამის ფარგლებში არატურისტული სეზონის პერიოდში პროგრამაში მონაწილეებს ბარათის გაცემის დღიდან 30 აპრილამდე და 1 ოქტომბრიდან 31 დეკემბრამდე შეუძლიათ ისარგებლონ სახელმწიფო დაფინანსებით შვებულების გატარებისას.

უფრო კონკრეტულად კი:

  • 200 ევროს ოდენობის დაფინანსება გადაეცემა პროგრამაში მოანწილეებს ტურისტული სეზონის პერიოდში, უფრო კონკრეტულად კი 1 მაისიდან 30 სექტემბრის ჩათვლით, ხოლო 300 ევროიან ვაუჩერებს მიიღებენ არატურისტული სეზონის განმავლობაში.
  • მარტოხელა, ქვრივი, ქორწინებაში მყოფი ადამიანები 3+ ბავშვით და პენსიონერები მიიღებენ 300 ევროს ტურისტულ სეზონზე, ხოლო 400 ევროს არატურისტულზე.
  • შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს კი 400 ევრო ეკუთვნით ტურისტულ, ხოლო 600 არატურისტულ სეზონზე.

აღნიშნული ბარათის გამოყენება დამსვენებლებს შეეძლებათ საბერძნეთის ტერიტორიაზე ნებისმიერ სასტუმროში, მაღაზიასა თუ რესტორანში.

განცხადებების მიღება 10 მარტამდე იქნება შესაძლებელი ელექტრონულად ან საზოგადოებრივი მომსახურების ცენტრებიდან “ΚΕΠ”

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *