Latest news
დღე ჩემს ოთხფეხა მეგობართან: დავაკის მოედანზე ჩვენი ოთხფეხა მეგობრებისთვის განსაკუთრებული ღონისძიებე... დემოგრაფიული კრიზისი საბერძნეთში მეგონა ეპილეფსიის შეტევა ჰქონდა - რას ამბობს 26 წლის ბრალდებული მირტოზე კარზე დამიკაკუნეს და დახმარება მთხოვეს - აცხადებს 22 წლის ალბანეთის მოქალაქე რატომ ესაუბრება უფრო და უფრო მეტი ადამიანი ხელოვნურ ინტელექტს ფსიქოლოგის ნაცვლად უნდა გვიხაროდეს თუ არა, რომ საბერძნეთის ჯანდაცვის სისტემა ამერიკულზე უკეთესია მიმდინარეობს გამოძიება 19 წლის მირტოს გარდაცვალების საქმის დეტალების დასადგენად პროკურორისა და გამომძიებლის საერთო გადაწყვეტილებით ბრალდებულებს წინასწარ პატიმრობაში დატოვებენ მირტო იყო ანგელოზი, არ გადიოდა ღამით გარეთ, ვგეგმავდით ერთად დაბერებას - რას ამბობს გარდაცვლილის მეგ... არ ვიცი ჩემს შვილს რაში სდებენ ბრალს - აცხადებს 26 წლის ძალოსანის დედა
კვირა, აპრილი 19, 2026
მსოფლიო

პალეონტოლოგების უახლესმა აღმოჩენამ შესაძლოა შეარყიოს წარმოდგენები ადამიანის ევოლუციის შესახებ

სამხრეთ აფრიკაში, ეგრეთწოდებულ “კაცობრიობის აკვანში,” რომელიც იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლს წარმოადგენს, ცნობილმა პალეონტოლოგმა ლი ბერგერმა ჩატარებული გათხრების შედეგად პრეისტორიული სამარხები აღმოაჩინა,რომლებიც  სულ მცირე, 100 000 წლით უფრო ძველია, ვიდრე მანამდე აღმოჩენილი სხვა მსგავსი სამარხები.

თუ ეს აღმოჩენა ოფიციალურად დადასტურდა, მან შეიძლება შეარყიოს გაბატონებული წარმოდგენები ადამიანის ევოლუციის შესახებ.

არქეოლოგმა 2018 წელს დაწყებული გათხრების დროს, ვიწრო დერეფნების ქსელში გათხრილ სამარხებში,  დედამიწის ზედაპირიდან დაახლოებით ოცდაათი მეტრის ქვემოთ,  ნაყოფის პოზაში მყოფი, თანამედროვე ადამიანის შორეული წინაპრების ნაშთები  იპოვა, გაქვავებული თავიანთ საფლავებში.

ეს არის უძველესი სამარხები, რაც კი ოდესმე აღმოჩენილა და სულ მცირე, 100 000 წლით უფრო ძველია ვიდრე მანამდე აღმოჩენილი “გონიერი” ადამიანის, ჰომო საპიენსის სამარხები, აცხადებს პალეონტოლოგი ნაშრომში,  რომელიც სამეცნიერო წრეებში  ოფიციალურად ჯერ არ გამოქვეყნებულა.

უძველესი სამარხები, რომლებიც აქამდე იყო აღმოჩენილი ახლო აღმოსავლეთსა და კენიაში, დაახლოებით 100 000 წლისაა და მათში იყო დაკრძალული ჰომო საპიენსი,ხოლო ახლად აღმოჩენილი სამხრეთ აფრიკის სამარხები 200 000-300 000 წლისაა და მათში აღმოჩენილია ეგრეთწოდებული ჰომო ნალედის ძვლები, რომელიც 1,50 მეტრი სიმაღლის იყო და დაახლოებით  ფორთოხლის ზომის ტვინი ჰქონდა. ამ აღმოჩენამ  ეჭვქვეშ დააყენა ადამიანის ხაზოვანი ევოლუციის თეორია, რომელიც მეცნიერებისთვის ჯერ კიდევ საიდუმლოდ რჩება.

ჰომო ნალედის ჰქონდა სხვა პრიმიტიული სახეობების მსგავსი მახასიათებლები, როგორიცაა მაგალითად თანკბილვა, მაგრამ ფეხები შედარებით განვითარებული სახეობების მსგავსი აქვს და ხელებით  შეუძლია პრიმიტიული იარაღების მართვა.

სამარხებში აღმოჩენილი ნაწილების განლაგება ცხადჰყოფს, რომ  გამოყენებულია დაკრძალვის პრაქტიკა, რაც თავის მხრივ  აშკარად მიუთითებს იმაზე, რომ დაკრძალვის აქტი არ იყო მხოლოდ  ჰომო საპიენსის ან სხვა ჰომინიდების უფრო განვითარებული გონების  პრეროგატივა, ეს აღმოჩენა ეწინააღმდეგება საყოველთაოდ მიღებულ მოსაზრებას, რომ სიკვდილის, როგორც ასეთის აღქმის უნარმა და მისმა  თანმხლებმა პრაქტიკამ აქცია ჩვენი შორეული წინაპარი ადამიანად, განაცხადა ბერგერმა, როდესაც მან ჰომო ნალედი გააცნო სამყაროს.

ამ ხმამაღალმა განაცხადმა სამეცნიერო წრეებში აჟიოტაჟი გამოიწვია და ბევრმა ექსპერტმა ეჭვქვეშ დააყენა გამორჩეული ამერიკელი მეცნიერის დასკვნების მართებულობა.

„ისინი დარწმუნებულნი იყვნენ, რომ სიკვდილის ცნობიერება და დაკრძალვის პრაქტიკის გაჩენა ადამიანთა შორეული  წინაპრების ევოლუციის კვალდაკვალ  ტვინის მოცულობის ზრდასთან იყო დაკავშირებული და ეს მოხდა სულ ცოტა, 100 000 წელზე ნაკლები ხნის წინ.

ჩვენ ვართ ეტაპზე  მსოფლიოს ვუთხრათ, რომ ეს სიმართლეს არ შეესაბამება”, –  განაცხადა ბერგერმა და კიდევ უფრო შორს წავიდა, ის ამტკიცებს, რომ საფლავის ტიხრებში აღმოჩენილია გეომეტრიული სიმბოლოები, კვადრატები, სამკუთხედები ან ჯვრები, რომლებიც საგულდაგულოდ იყო მოჩუქურთმებული რაიმე ბასრი ხელსაწყოებით, რაც ნიშნავს, რომ შესაძლოა მხოლოდ თანამედროვე ადამიანის წინაპარს არათუ არ განუვითარებია სიმბოლოების  პრაქტიკა, არამედ შესაძლოა არც გამოუგონია იგი, რადგან ჰომო საპიენსის გაჩენამდე ისინი უკვე  არსებობდა.

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *