Latest news
როდოსი: 10 თვის ჩვილის გადარჩენა ვერ შეძლეს საბერძნეთი: რა უნდა გავითვალისწინოთ იმ შემთხვევაში თუ 3 აგვისტომდე პირადობის მოწმობების შეცვლას ვერ ... ლაგადა: დააკავეს 60 წლის კაცი, რომელიც ცხოველებს უკანონო ოპერაციებს უკეთებდა სალონიკი: თვითმფრინავში მომხდარი ინციდენტის შედეგად სერბეთის მოქალაქე დაშავდა ათენის მუნიციპალიტეტს უსახლკარო ნარკოდამოკიდებულთა ერთადერთი თავშესაფრის დახურვაში ადანაშაულებენ საბერძნეთი: საგზაო უსაფრთხოების კონტროლი მნიშვნელოვნად გამკაცრდა საბერძნეთი: უმუშევრებისთვის ახალი დასაქმების პროგრამა იწყება  როდოსზე მომხდარი ავარიის შემდეგ ტურისტის გაძარცვის საქმეზე ბიძა და ძმისშვილი დააკავეს ლარისა: 16 წლის ბიჭის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება სახლისა და ბიზნესის წინ ლიცენზიის გარეშე ამკრძალავი ნიშნების დამონტაჟება კანონით ისჯება
პარასკევი, ივლისი 10, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

საბერძნეთი: საგზაო უსაფრთხოების კონტროლი მნიშვნელოვნად გამკაცრდა

საბერძნეთი: საგზაო უსაფრთხოების კონტროლი მნიშვნელოვნად გამკაცრდა

საბერძნეთში პოლიციამ  მძღოლების მასობრივი შემოწმება დაიწყო, რათა ნასვამ მდგომარეობაში ავტომანქანის მართვის პრეცედენტი მნიშვნელოვნად შემცირდეს. მხოლოდ ატიკის რეგიონში ყოველთვიურად 150 000-ზე მეტი ალკოტესტი ტარდება, რაც ქვეყნის ისტორიაში რეკორდული მაჩვენებელია.

საბერძნეთის საგზაო პოლიციის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 2026 წლის 29 ივნისიდან 6 ივლისამდე პერიოდში 29 029 მძღოლი შემოწმდა. გამოვლინდა 254 დარღვევა, ხოლო ალკოჰოლის დასაშვებ ნორმაზე მეტი შემცველობის გამო 11 მძღოლი დააკავეს.

ბერძნული მოდელის განსაკუთრებულობა იმაში გამოიხატება, რომ საგზაო ბლოკპოსტებზე ყველა გამვლელი მძღოლი მოწმდება, გამონაკლისის გარეშე. ასეთი პრაქტიკა ევროკავშირის სხვა ქვეყნებში არ გამოიყენება, რადგან შემოწმებები, როგორც წესი, შერჩევითი მეთოდით ტარდება.

განახლებული საგზაო მოძრაობის კოდექსისა და ინტენსიური კონტროლის შედეგად, ბოლო თვეებში ნასვამ მდგომარეობაში მართვის შემთხვევები შემცირდა. 2026 წელს დადებითი ალკოტესტების რაოდენობა გასულ წელთან შედარებით დაახლოებით 16%-ით არის შემცირებული.

ხელისუფლების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კონტროლის კიდევ უფრო გაძლიერებას ხელს შეუწყობს 2026 წელს საბერძნეთის პოლიციაში თითქმის 1 900 ახალი თანამშრომლის მიღებაც.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *