Latest news
ლავრიო: 32 წლის კაცმა ყოფილი შეყვარებული და მისი პარტნიორი დაჭრა საბერძნეთის საგადასახადო სამსახური მოქალაქეების უკეთ მომსახურების მიზნით ახალ დეპარტამენტს დაიმატებს უამინდობის ფენომენი კუნძულ კრეტაზე  ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა
პარასკევი, ოქტომბერი 2, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

სატრანსპორტო მოწყობა აგიოს დიონისეს დღესასწაულთან დაკავშირებით – რომელი გზებია დღეს დაკეტილი ათენის ცენტრში

დღეს, სამშაბათს (3-10), ათენის ცენტრში, ათენის მფარველის ხსენებისა და წმიდა დიონისე არეოპაგელის წმინდა ხატის ლიტანიობის გამო საგზაო მოძრაობის რეგულაციები  ამოქმედდება. საგზაო პოლიცია მოუწოდებს ავტოსატრანსპორტო საშუალებების მძღოლებს, რათა თავიდან აიცილონ საგზაო მოძრაობის პრობლემები, მოერიდონ ავტომობილის მოძრაობას და გაჩერებას ქუჩებში და დაიცვან საგზაო პოლიციის მითითებები.

კერძოდ, დილის 06:00 საათიდან აკრძალულია სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება და გაჩერება, ასევე 15:00 საათიდან ღონისძიების დასრულებამდე ავტოტრანსპორტის მოძრაობის დროებითი და ეტაპობრივი შეწყვეტა ათენის მუნიციპალიტეტის შემდეგ ქუჩებზე:

– სკუფა, ომიროს ქუჩასა და ფილიკი ეტერიას მოედანს შორის მონაკვეთზე.

– დემოკრიტუ, სკუფასა და სოლონოს ქუჩებს შორის მონაკვეთზე.

– ლიკავიტოს, სკუფასა და სოლონოს ქუჩებს შორის მონაკვეთზე.

– სეკერი, მთელ სიგრძეზე.

– ფილიკი ეტერიას მოედანი.

– სოლონოს,  ლიკავიტოს  და კანარის ქუჩებს შორის მონაკვეთზე.

– კანარი, მთელ სიგრძეზე.

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *