Latest news
დასავლეთ ნილოსის ვირუსი: სიმპტომები - მსუბუქი ფორმიდან ენცეფალიტამდე ბურდუმის: ძალიან ცუდი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ფილმის სანახავად არ მოვიდა ტინოსი: ღვთისმშობლის ხატის საზეიმო მსვლელობა უნდა ინერვიულონ თუ არა ავტომანქანების მფლობელებმა, რომლებსაც ელექტრომობილები არ ჰყავთ კოზანელი ოსტატის ხელნაკეთი გიტარები მსოფლიოს მასშტაბით იყიდება საბერძნეთი დღეს ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულს აღნიშნავს 15 აგვისტოსთან დაკავშირებული ტრადიციები კუნძულებზე Marfin-ის საქმეში ბრალდებული 46 წლის ქალის ადვოკატმა წინასწარი პატიმრობის გადაწყვეტილება გაასაჩივრა სანტორინსა და ნაქსოსზე რესტორნები და ტურისტული ობიექტები დარღვევების გამო დაჯარიმდნენ  საბერძნეთი: ადვოკატთა ასოციაცია აცხადებს, რომ კერძო იურიდიული სკოლების შექმნას საერთო გეგმა და ხანგრ...
ორშაბათი, აგვისტო 17, 2026
მსოფლიოკრიმინალი

შოკი აშშ-ში: საბავშვო ბაღში ბავშვი ნარკოტიკული ნივთიერებით გარდაიცვალა

გავრცელებული ინფორმაციით, ერთი კვირის წინ ბრონქსის საბავშვო ბაღში ნარკოტიკების გადაჭარბებული დოზის გამო ერთი წლის ბავშვი ნიკოლას დომინიკი გარდაიცვალა, ხოლო კიდევ სამი მცირეწლოვანი ბავშვი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

პოლიცია მიიჩნევს, რომ ბავშვებმა საბავშვო ბაღში ნარკოტიკული ნივთიერება ფენტალინი შეისუნთქეს. ამ დრომდე ბრალი წარედგინათ ორ ადამიანს, საბავშვო ბაღის მფლობელს და მოიჯარეს.

სამ ბავშვს მისცეს ნარკანი, გადაუდებელი პრეპარატი, რომელიც გამოიყენება ოპიოდების ჭარბი დოზის შესამცირებლად. საბავშვო ბაღში ჩხეკისას აღმოჩნდა ფენტალინის გარკვეული დოზა, რომელიც აღმოაჩინეს ლეიბების ქვშ დამალული, რომელზეც ბავშვებს ეძინათ.

გამომძიებლებმა ასევე აღმოაჩინეს სამი პრესა, რომელიც გამოიყენებოდა ნარკოტიკების შესაფუთად.

დაკავებულებს ბრალი წარედგინათ ნარკოტიკული საშუალებით ოთხი ჩვილის მოწამვლასა და ერთის გარდაცვალებაში. პოლიცია აცხადებს, რომ საბავშვო ბაღიდან ამოღებული ნარკოტიკის რაოდენობას თავისუფლად შეუძლია 500 000 ადამიანის მოკვლა.

ფენტალინი ეს არის სინთეზური ნარკოტიკი, რომელიც 50- ჯერ უფრო ძლიერია ვიდრე ჰეროინი. აღნიშნულმა ნარკოტიკმა შეერთებულ შტატებში ზედოზირებით სიკვდილიანობის საგრძნობი ზრდა გამოიწვია.

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *