Latest news
აკილამ ათენში კონცერტი გამართა პროკურორმა ΟΠΕΚΕΠΕ-ს ყოფილი ხელმძღვანელების დამნაშავედ ცნობა მოითხოვა საბერძნეთი: სალონიკში მმართველი პარტიის წარმომადგენლების სახლებზე თავდასხმას ხელისუფლება ტერორისტულ ... საბერძნეთი: ჭარბი წონის საწინააღმდეგო მედიკამენტების უფასოდ გაცემის პროგრამა დასრულდა ნავპლიოს ძველი საბაჟო საბერძნეთის კულტურის სამინისტროს ახალ დაწესებულებას უმასპინძლებს Mymarket-ი მომხმარებლებს პროდუქტის წარმოშობის შემოწმების შესაძლებლობას აძლევს სალონიკი: 20 წლის გოგოს რუტინული ოპერაციის პროცესში მძიმე დამწვრობა მიაყენეს პეტრალონა: ათენის მუნიციპალიტეტი ჩამონგრეული კორპუსის მაცხოვრებლებს 3 000 ევროს ოდენობის დახმარებას ... საბერძნეთი: ტემპერატურამ 38 გრადუსს მიაღწია ერმუ ელექტროენერგიის გარეშე დარჩა
ხუთშაბათი, ივლისი 2, 2026
საბერძნეთიUncategorized

44 წლის კაცის თვითმკვლელობის საქმესთან დაკავშირებით ახალი დეტალები ვრცელდება

44 წლის კაცის თვითმკვლელობის საქმესთან დაკავშირებით ახალი დეტალები ვრცელდება

44 წლის კაცის თვითმკვლელობის საქმესთან დაკავშირებით ახალი დეტალები ვრცელდება.

protothema.gr-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად გარდაცვლილი საავადმყოფოს ტექნიკურ ჯგუფში მუშაობდა. თვითმკვლელობის დღეს უფროსისგან ერთ დღიანი Dayoff (დასვენების დღე) აიღო, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, მის მეუღლეს კი მოატყუა, რომ სამსახურში მიდიოდა და ყველასთვის უცნობ და გაურკვეველ ვითარებაში აღმოჩნდა ამბელოკიპზე მდებარე აპოლონის კოშკის 24-ე სართულზე, საიდანაც გადმოხტა და სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

გარდაცვლილის ნათესავები ირწმუნებიან, რომ კაცს არ აღენიშნებოდა არც ფსიქოლოგიური და არც ფიზიკური პრობლემები, შესაბამისად მათთვის შოკის მომგვრელი იყო მომხდარი. 

შეგახსენებთ, რომ 44 წლის კაცი 24-ე სართულზე მდებარე რესტორნიდან პარასკევს, 17 ოქტომბერს საღამოს გადმოხტა. 

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად რესტორნის თანამშრომელმა დაინახა, რომ კაცი გადახტომას აპირებდა, მის საშველად გაიქცა თუმცა მისი დაჭერა ვერ მოასწრო.

ტრაგიკულ შემთხვევას კიდევ უფრო საზარელს ხდის ის ფაქტი, რომ გარდაცვლილს სულ მალე მეორე შვილი ეყოლებოდა. 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *