Latest news
ლიოსიონ: დააკავეს მძღოლი, რომელიც 16 წლის გოგოს დაეჯახა ორშაბათიდან მოსწავლეები საკლასო ოთახებს უბრუნდებიან როდის იწყება ონასისის საჯარო სკოლებსა და ექსპერიმენტალურ სკოლებში მისაღები გამოცდები  მირტოს მამა გულისამაჩუყებელ განცხადებას აკეთებს ლეზვოს: რძის პროდუქტების მწარმოებელი ქარხანები დაიკეტა დღე ჩემს ოთხფეხა მეგობართან: დავაკის მოედანზე ჩვენი ოთხფეხა მეგობრებისთვის განსაკუთრებული ღონისძიებე... დემოგრაფიული კრიზისი საბერძნეთში მეგონა ეპილეფსიის შეტევა ჰქონდა - რას ამბობს 26 წლის ბრალდებული მირტოზე კარზე დამიკაკუნეს და დახმარება მთხოვეს - აცხადებს 22 წლის ალბანეთის მოქალაქე რატომ ესაუბრება უფრო და უფრო მეტი ადამიანი ხელოვნურ ინტელექტს ფსიქოლოგის ნაცვლად
კვირა, აპრილი 19, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

60 წლის კაცს მეცხვარე ძაღლები დაესხნენ თავს

60 წლის კაცს მეცხვარე ძაღლები დაესხნენ თავს

გასულ ოთხშაბათს, ღორიცაში კატოხორისკენ მიმავალ გზაზე სარბენად გასულ 60 წლის კაცს მეცხვარე ძაღლები დაესხნენ თავს.

კაცს ძაღლებმა ალყა მთიდან ჩამოსვლისას შემოარტყეს. თუმცა მას მხოლოდ ერთმა ძაღლმა, მარცხენა ფეხზე უკბინა.

ადგილი, სადაც აღნიშნული შემთხვევა დაფიქსირდა ქალაქისგან საკმაოდ მოშორებით მდებარეობს სადაც არც ფეხით მოსიარულეები გადაადგილდებიან და არც მანქანები. 

“შველას ვითხოვდი და არავინ მიპასუხა. ფერმერი, რომელსაც ცხვრის ფარეხის ღობის ნაწილი ღია ქონდა დატოვებული, არ იმყოფებოდა ადგილზე. წიხლი ჩავარტყი იმ ძაღლს რომელმაც მიკბინა და ვეცადე გავქცეულიყავი. ბოლოს ღვთისმშობელმა მიხსნა.” – აცხადებს დაზარალებული. 

გაზეთ ΤΑΧΥΔΡΟΜΟΣ -სთან საუბრისას დაზარალებულმა ფერმერის პასუხისმგებლობაზე მიუთითა მკითხველებს: “მიუღებელია რასაც ფერმერი აკეთებს. ღობე ღია არ უნდა დარჩეს. მეცხვარე ძაღლები ამ ტერიტორიაზე ცხვრის ფარის დასაცავად იმყოფებიან შესაბამისად სრულიად ლოგიკურია, რომ გამვლელებს თავს დაესხმებიან. ფერმერს თავად უნდა ეზრუნა, რომ ძაღლები ღობის შიგნით ჰყოლოდა და არა გარე ტერიტორიაზე. იმ მონაკვეთზე სადაც ეს შემთხვევა დაფიქსირდა ბევრი ადამიანი მიდის სარბენად.”

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *