Latest news
მხოლოდ 2 წუთით მანქანის გაჩერება შესაძლოა ჯარიმის გამოწერით დასრულდეს კრეტა: რატომ მოიპარა მძარცველმა ჯიხურის დაცვის კამერა კურიერით ამანათის მიღებისას ნაღდი ანგარიშსწორების შესაძლებლობა უქმდება ფილიპოს კამბურისის ყოფილი თანამშრომელი განცხადებას აკეთებს სალონიკი: ბინის მეპატრონეს სტუდენტის ფარულად გადაღებისთვის 2 წლით პატიმრობა შეეფარდა საბერძნეთი: ეკლესია სასულიერო პირების სოც.ქსელებში აქტიურობის წესების განსაზღვრას ცდილობს კიფსელი: მეტროს მშენებლობითი სამუშაოების შედეგად დაზიანებული შენობებისთვის ჩატარებული ექსპერტიზის დო... ათონის მთის ადმინისტრატორი: მონასტრები რომ პოლიტიკურ პარტიებს მხარს უჭერენ ეს ყველასთვის კარგად ცნობ... რა უნდა გვედოს ავტომანქანის აფთიაქში ჯარიმის თავიდან ასაცილებლად  საბერძნეთში რომას საზოგადოებრივი ინტეგრაციის საკითხი მწვავე პრობლემად რჩება
პარასკევი, ოქტომბერი 9, 2026
მსოფლიოისტორიული პიროვნებებისაზოგადოება

პარიზის აუქციონზე ნაპოლეონ ბონაპარტის ქუდი 1,9 მილიონ ევროდ გაიყიდა

პარიზის Drouot-ის აუქციონზე ნაპოლეონ ბონაპარტის ქუდი რეკორდულ 1,9 მილიონ ევროდ გაიყიდა.

თახვის ბეწვისგან დამზადებული ორნაწილიანი შავი ქუდი თავდაპირველად 600,000-დან 800,000 ევრომდე იყო შეფასებული. ამ დრომდე საიდუმლოდ რჩება თუ ვინ შეიძინა იგი, რადგან ახალმა მფლობელმა ინკოგნიტოდ დარჩენა ისურვა.

ისტორიკოსები ამბობენ, რომ ქუდი ნაპოლეონის იმიჯის განუყოფელი ნაწილი იყო, რომლის გვერდულად ტარებაც მას ბრძოლაში ცნობადს ხდიდა.

წლების განმავლობაში მან დაახლოებით 120 ორკუთხა ქუდი გამოიცვალა, რომელთაგან, ითვლება, რომ მხოლოდ 20 გადარჩა და მათ კერძო კოლექციონერები ფლობენ. აუქციონერების შეფასებით გაყიდული ქუდი კოლექციონერებისთვის  ნამდვილი წმინდა გრაალია.

აუქციონერ ჟან პიერ ოსენატის თქმით „ხალხი ნაპოლეონის ქუდს ყველგან ცნობდა. როდესაც ბრძოლის ველზე ქუდს ხედავდნენ, იცოდნენ, რომ იმპერატორი იქ იყო. ჩვეულებრივ კი მას ქუდი ყოველთვის თავზე ეხურა, ან ხელში ეჭირა, ან ძირს აგდებდა. ეს იყო გამოსახულება – იმპერატორის სიმბოლო”.

აუქციონერებმა განაცხადეს, რომ გაყიდული ქუდი არის უნიკალური წარმოშობის, რომელიც შემორჩა მე-19 საუკუნის განმავლობაში ნაპოლეონის სასახლის ოფიცრის ოჯახში.

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *