Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
პარასკევი, ოქტომბერი 2, 2026
საზოგადოებამსოფლიო

სამარცხვინო ფეხსაცმელი

სირცხვილის გამო  ფეხსაცმელები კარადაში დამალა

10 წლის მოსწავლეს ფეხსაცმლის გამო დასცინეს.  მასწავლებელი მოსწავლეს გამოესარჩლა და ,,საკადრისი პასუხი გასცა“ ბულერებს.

აი რას იხსენებს თანაკლასელებისაგან გულნატკენი ბავშვის მშობელი: „ცოტა ხნის წინ მე და ჩემი 10 წლის ვაჟი საყიდლებზე წავედით.  მას ძალიან მოეწონა  ნახატებიანი ფეხსაცმელი, რომელიც ყველაზე ლამაზ ფეხსაცმელად მიიჩნია და ჩვენ ის სიამოვნებით  შევიძინეთ ის. ბიჭი ისე უფრთხილდებოდა შენაძენს, რომ წვიმის დროსაც არ ჩაიცვა ის, რომ არ დაბინძურებულიყო. ჩემი შვილი დიდი სიამოვნებით ელოდა იმ დღეს, როცა ამ ფეხსაცმელს სკოლაში ჩაიცმევდა და კლასელები არჩევანს შეუქებდნენ, თუმცა შეცდა…

როცა სკოლიდან სახლში დაბრუნდა, ფეხსაცმელი კარადის კუთხეში გადამალა, თუმცა ჩემთვის არაფერი უთქვამს.  მეორე დილით, როცა სკოლისთვის ემზადებოდა, ფეხსაცმლის შესახებ ვკითხე, მან კი, გულნატკენმა აღიარა,რომ თანაკლასელებმა დასცინეს, რის გამოც მასწავლებელმა მათ შენიშვნა მისცა, თუმცა უკვე გვიანი იყო… მე ვუხსნიდი ჩემს შვილს, რომ ფეხსაცმელზე გული არ აეცრუებინა და კვლავაც ჩაეცვა ის; რომ სხვის აზრს მასზე არ უნდა ემოქმედა, მაგრამ ბიჭუნა სასტკიკი წინააღმდეგი იყო, ვიდრე…

ერთ მშვენიერ დღეს,  ჩემმა შვილმა კვლავ სიამოვნებით  ჩაიცვა  ფეხსაცმელი.  რა შეიცვალა?  – სკოლის ერთ-ერთი მასწავლებლის სანიმუშო ქცევამ ყველა დაარწმუნა, რომ ერთ ტკბილ სიტყვას, ან სულაც, მცირე ქმედებას, ყველაფრის შეცვლა შეუძლია: მასწავლებელმა სწორედ ისეთივე ფეხსაცმელი შეუკვეთა, როგორიც ჩემს ვაჟს ეცვა და ისინი სკოლაში ,,ტყუპებივით“ გამოიყურებოდნენ…

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *