Latest news
წყალი პირდაპირ კავშირშია ჯანმრთელობასთან უნდა ვაჩუქოთ თუ არა ტექნოლოგიას მეორე სიცოცხლე ტრიკალას ციხეში პირველი წყვილი დაქორწინდება კარდიცა: 9 წლის სოტირის ინიციატივის შედეგად მოსხატოს ტბა 3 ტონა ნარჩენებისგან გაწმინდეს ათენის მუნიციპალიტეტის მიერ ორგანიზებული საზაფხულო ბანაკები 16 ივნისიდან ამოქმედდება ვრცელდება მოწმეების ჩვენებები კუნძულ როდოსზე მომხდარ ავარიასთან დაკავშირებით დააკავეს კაცი, რომელსაც ალექსანდრას მეტროს მშენებლობისთვის საჭირო ამწე ჰქონდა ოკუპირებული სანტორინი: ქურდობისთვის 3 ქალი დააკავეს ევროვიზია: საბერძნეთმა კონკურსზე მე-10 ადგილი დაიკავა საბერძნეთში არასრულწლოვნების მიერ ჩადენილი დანაშაულის მაჩვენებელი იზრდება
ოთხშაბათი, მაისი 20, 2026
მსოფლიოსაზოგადოება

ბუკინგემის წყევლა და ნოსტრადამუსის წინასწარმეტყველება

ბუკინგემის წყევლა და ნოსტრადამუსის წინასწარმეტყველება

მიშელ დე ნოსტრედამუსის წინასწარმეტყველებამ ინგლისის სამეფო შეძრა. უკვე მესამე კვირაა, რაც სასახლის კარზე ქაოსია.

გავრცელებულმა ინფორმაციამ იმის შესახებ, რომ დიდი ბრიტანეთის მეფე –  ჩარლზი სიმსივნით არის დაავადებული, მსოფლიო შოკში ჩააგდო.

ბუკინგემში ქაოსი გამოიწვია სასახლის მფლობელების ჯანმრთელობის პრობლემებმა: ქეით მიდლტონი, პრინც ენდრიუსის ყოფილი მეუღლე –  სარა ფერგიუსონი და თავად მეფე კარლოსი  ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ უსიამოვნო პერიპეტიებს ებრძვიან.

სასახლის  ოფიციალური განცხადებით ცნობილი გახდა, რომ მონარქს პროსტატის სიმსივნის დიაგნოზი დაუდასტურდა.

ამ ყველაფერს, ნოსტრადამუსის წინასწარმეტყველებაც ემატება, სადაც ერთ-ერთ მონაკვეთში ის ამბობს:  ,,კუნძულების მეფე, რომელიც ძალით იქნება განდევნილი, განწირულია. მეფეს ტახტიდან ის ჩამოაგდებს,  ვისაც არ ექნება სამეფო ნიშანი“.

ბრიტანელმა მეცნიერ – ტექსტოლოგმა და  ტექსტების მშიფრავმა მარიო რედინგმა, რომელიც თვლის, რომ ნოსტრადამუსმა იწინასწარმეტყველა დედოფალ ელიზაბეტ II-ის სიკვდილი, გააანალიზა წინასწარმეტყველების ტექსტი, სადაც მინიშნებულია, რომ  რომ მეფე ჩარლზ III გადადგება ტახტიდან. პრინცი ჰარი ჩაანაცვლებს პრინც უილიამს და ის გახდება მეფე, მიუხედავად იმისა, რომ ჰარი უკვე აღარ მოიხსენიება სამეფო დინასტიის მემკვიდრედ.

თეორიტიკოსები ნოსტრადამუსის წინასწარმეტყველებას რეალობას მიაწერენ გამომდინარე იქიდან, რომ დღემდე  ნოსტრადამუსის მთელი რიგი წინასწარმეტყველებები პრაქტიკულად, სრული სიზუსტით ახდა, ისე როგორც მაგალითად:  ჰიტლერის აღზევება, კენედის მკვლელობა, 11 სექტემბრის თავდასხმები აშშ  ,,ტყუპი კოშკებზე“ , კორონავირუსი და სხვა.

რამდენადაც ნოსტრადამუსის ტექსტები, როგორც წესი, მისტიური და ძნელად ასახსნელია, მისი ხელნაწერების ინტერპრეტაცია უმეტესად მკითხველის ფანტაზიას ეფუძნება. სკეპტიკოსები კი, არგუმენტად იმ ფაქტსაც იშველიებენ, რომ საბედნიეროდ, 2023 წლისთვის  ანტიქრისტეს მოსვლა და მესამე მსოფლიო ომის წინასწარმეტყველება მცდარი აღმოჩნდა…

რაც შეეხება ,,სამეფო წყევლას“, ამის დაჯერება კი ბევრს არ გაუჭირდება, რადგანაც სასახლეს, ბოლო 320 წლის განმავლობაში,  (განსაკუთრებით კი სამეფო კარის ქალბატონებს, რომლებიც  “უელსის პრინცესას” ტიტულს ატარებენ), მრავალი უბედურება დატყდათ თავს. ამის ცოცხალი მაგალითია:  პრინცესა დაიანა, კაროლინა ბრაუნშვაიგელი – ვოლფენბიუტელი, რომელიც მოწამლული იყო, პრინცესა  ქეითი დაბოლოს, მონარქი კარლოსი…

დღეს, მეფე ჩარლზის ჯანმრთელობის გაუარესების გამო ბუკინგემმა განცხადება გაავრცელა:  „მისმა უდიდებულესობამ დღეს დაიწყო მკურნალობის ვრცელი კურსი, რომლის დროსაც ექიმებმა მას საჯარო გამოსვლების გადადება ურჩიეს, თუმცა მეფე ჩარლზი კვლავაც იქნება ინფორმირებული ბიუროკრატიული საკითხების შესახებ და ის რჩება სახელმწიფოს მეთაურად. მეფე მადლობას უხდის სამედიცინო ჯგუფს მათი სწრაფი ჩარევისთვის!“ – ნათქვამია განცხადებაში.

,,მეფე ჩარლზი  ოპტიმისტურად  არის განწყობილი,  კმაყოფილია მკურნალობის შედეგებით  და მოუთმენლად ელის  – დაუბრუნდეს  საკუთარ მოვალეობებს!“ – განაცხადა ბუკინგემის სასახლემ.

ბუკინგემის განცხადებაში განმარტებულია მიზეზი,  თუ რის გამო გადაწყვიტა ბრიტანეთის მონარქმა დიაგნოზის გასაჯაროება:  ,,მიზანი, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ჭორების თავიდან აცილება და კიბოს შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაა“.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *