Latest news
Ελληνικό Μετρό: კიფსელის მაცხოვრებლების სახლებიდან გამოყვანის საჭიროება არ არსებობს ბავშვთა დახმარება A21: 27 ნოემბრიდან ისევ იხსნება ელ.პლატფორმა განცხადებების მისაღებად გიორგოს მაზონაკისის გარდაცვალების მიზეზად პროპოფოლი დასახელდა მასშტაბური ღონისძიებები პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში ხუთი ევროპული ქვეყანა რუანდაში მიგრანტთა დაბრუნების ცენტრის შექმნას გეგმავს 17 ნოემბრის მნიშვნელობა სრულიად საბერძნეთისთვის 17 ნოემბერს შუადღის 2 საათიდან დაიკეტება მეტროსადგური: სინდაგმა, პანეპისტიმიო და მეღარო მუსიკის ისტორიული ვიდეო პოლიტექნიკური უნივერსიტეტის აჯანყების პირველი წლისთავიდან იცით თუ არა რომ მოძრაობის წესების დარღვევისას ქვეითებიც ჯარიმდებიან ირაკლიო: რატომ ჰქონდა 18 წლის ბავშვს საწვავით სავსე ბოთლთან წვდომა
ოთხშაბათი, ნოემბერი 18, 2026
კრიმინალისაბერძნეთი

ნახატებს მიღმა…კონტრაბანდული თამბაქო

ნახატებს მიღმა…კონტრაბანდული თამბაქო

უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელსაც სახლი ხელოვნების ნიმუშებით ჰქონდა სავსე, ნახატების უკან, საცავში კონტრაბანდულ თამბაქოს მალავდა.

საცავში სამართალდამცავებმა 2.374 კოლოფი სიგარეტი და რვა კილოგრამი და 850 გრამი წონის თამბაქო  აღმოაჩინეს.

48 წლის მამაკაცის ,,სიყვარული“ ხელოვნების მიმართ სხვა არაფერი იყო, თუ არა, ნიღაბი, რადგანაც იმ ნახატების მიღმა, რომლებიც პტოლემაიდაში მამაკაცის  სახლს ამშვენებდა,  კონტრაბანდული თამბაქოს ნაწარმი იმალებოდა,  რომელითაც ის ვაჭრობდა!

უცხოელი კონტრაბანდისტის საიდუმლოს მაშინ აეხადა ფარდა, როდესაც მის საცხოვრებელ  ბინაში უშიშროების სამსახურის პოლიციამ  ჩხრეკა ჩაატარა.  მათ ხელთ არსებული მტკიცებულებების გამოიყენებით, პოლიცელებმა  ჩარჩოს მიღმა აღმოაჩინეს სპეციალურად  შექმნილი ორი საცავი, სადაც კონტრაბანდისტი 2.374 კოლოფი სიგარეტსა  და  რვა კილოგრამ და 850 გრამ  თამბაქოს მალავდა, რომლებსაც აქციზური სანიშნეები არ ჰქონდა.

კონტრაბანდული თამბაქოს ნაწარმი ამოღებული იქნა  და შესამოწმებლად პტოლემაიდის საბაჟო განყოფილებას გადაეცა.  48 წლის  მამაკაცი კი, დააკავეს და საბაჟო წესების დარღვევის ფაქტზე აღძრული საქმით,  კოზანის რეგიონის სისხლის სამართლის პროკურატურაში გადაიყვანეს.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ უშიშროების პოლიციის თანამშრომლებსა და მათ თანმხლებ პროკურორს თავს დაესხა  65 წლის კონტრაბანდული თამბაქოს ერთერთი გამსაღებელი, რომელმაც საქმეზე გამოძიების პროცესის ჩაშლა სცადა, თუმცა ვერც მოძალადე გადაურჩა ხელბორკილებს.

დამნაშავისა და მოძალადის  საცხოვრებელ ბინაში – ქალკიდაში სამართალდამცავებმა  ასევე აღმოაჩინეს  სხვადასხვა ფირმის 806 უსანქციო კოლოფი სიგარეტი და 329 კოლოფი თამბაქო, (ჯამში 460 გრამი ), რომელიც საბაჟო სამსახურს გადაეცა,  ხოლო 65 წლის დამნაშავე წინასწარი პატიმრობის საკანში გადაიყვანეს, სადაც მას,  ქალკიდის პროკურორმა საბაჟო კოდექსის დარღვევისა და თანამშრომლების  მიმართ ძალადობისათვის  წაუყენა ბრალი.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *