Latest news
აკილამ ათენში კონცერტი გამართა პროკურორმა ΟΠΕΚΕΠΕ-ს ყოფილი ხელმძღვანელების დამნაშავედ ცნობა მოითხოვა საბერძნეთი: სალონიკში მმართველი პარტიის წარმომადგენლების სახლებზე თავდასხმას ხელისუფლება ტერორისტულ ... საბერძნეთი: ჭარბი წონის საწინააღმდეგო მედიკამენტების უფასოდ გაცემის პროგრამა დასრულდა ნავპლიოს ძველი საბაჟო საბერძნეთის კულტურის სამინისტროს ახალ დაწესებულებას უმასპინძლებს Mymarket-ი მომხმარებლებს პროდუქტის წარმოშობის შემოწმების შესაძლებლობას აძლევს სალონიკი: 20 წლის გოგოს რუტინული ოპერაციის პროცესში მძიმე დამწვრობა მიაყენეს პეტრალონა: ათენის მუნიციპალიტეტი ჩამონგრეული კორპუსის მაცხოვრებლებს 3 000 ევროს ოდენობის დახმარებას ... საბერძნეთი: ტემპერატურამ 38 გრადუსს მიაღწია ერმუ ელექტროენერგიის გარეშე დარჩა
პარასკევი, ივლისი 3, 2026
საბერძნეთისამართალი

36 წლის გოგონა შოკირებულია  სომალელი ბანდიტების თავდასხმის გამო

36 წლის გოგონა შოკირებულია  სომალელი ბანდიტების თავდასხმის გამო

ექსარხია:  ,,პირი გამაღებინა რომ ენახა, მქონდა, თუ არა ოქროს კბილი“

36 წლის გოგონა შოკირებულია  სომალელი ბანდიტების თავდასხმის გამო.

ექსარხიაში, საკუთარ ბინაში 36 წლის ქალი გაძარცვეს. იყო გაუპატიურების მცდელობაც.

ძარცვის გარდა, სომალელმა ორმა მოძალადემ ქალის გაუპატიურება სცადა.

ქალი შველას ითხოვდა და განწირული ხმით ყვიროდა,  რის შედეგადაც ორივე მამაკაცი შეშინდა და გაიქცა.

როგორც დაზარალებული ქალბატონი ყვება,  ვიდრე მძარცველები სახლიდან წავიდოდნენ, ერთერთმა მოძალადემ ქალი აიძულა, რომ პირი გაეღო, რათა ენახა ჰქონდა თუ არა ქალს…ოქროს კბილები!

დამნაშავეებმა დაზარალებულს 1.050 ევრო,ძვირფასი საათი, რამდენიმე ჩანთა და კისდევ სხვა ნივთები წაართვეს, თუმცა პოლიცს დროულად გამოჩენის გამო, იძულებულები გახდნენ, ნაქურდალი ადგილზევე დაეტოვებინათ და გაქცეულიყვნენ.

პოლიციის განყოფილების მიერ გაჟღერებული  ინფორმაციის თანახმად, ექსარხიის რაიონული დაცვის თანამშრომლებმა ორი დამნაშავედან ერთერთი დააკავა,  თანამზრახველს კი, ამ დრომდე ეძებენ.

2024 წლის 10 მარტს, საღამოს, აგიოს პანტელეიმონის მიმდებარე ტერიტორიაზე, უშიშროების რაიონული განყოფილების პოლიციელებმა 20 წლის უცხოელი მოქალაქე დააკავეს.  მას ბრალი წაუყენეს ყაჩაღობისა და გაუპატიურების მცდელობისთვის, ხოლო მისი თანამზრახველი იდენტიფიცირებულია და მიმდინარეობს ძებნა.

დაკავებული  ამჟამად, პროკურატურაშია გადაიყვანილი“.

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *