Latest news
დასავლეთ საბერძნეთში წვიმა და ჭექა-ქუხილია მოსალოდნელი საბერძნეთი: ვინ იქნება პასუხისმგებელი მოსწავლეებზე სასკოლო ექსკურსიების დროს მეტროსადგურის მშენებლობის გამო ექსარხიაზე მოძრაობა 2031 წლამდე შეიზღუდება 10 ოქტომბერი ფსიქიკური ჯანმრთელობის მსოფლიო დღეა აღაპიდაკი: ბავშვებს უნდა ვასწავლოთ სოც.ქსელების ზომიერად გამოყენება  ათენი: გრავას სკოლებში 4 000 მოსწავლეს დისტანციურად ჩაუტარდება გაკვეთილები ათენის მეტროს მე-4 ხაზის მშენებლობის გასაგრძელებლად უცხოელ ექსპერტს მოიწვევენ გიორგოს მაზონაკისის გარდაცვალების საქმე: ბრალდებულების შვილი პლაზმოფერეზის პროცედურაზე საუბრობს მაზონაკისის გრადაცვალების საქმეში ერთ-ერთი ბრალდებული უარყოფს საზღვარგარეთ მილიონობით ევროს ანგარიში... დეფორმირებული ატამი პირუტყვის ყვავილზე უფრო მასშტაბური იქნება
შაბათი, ოქტომბერი 10, 2026
საბერძნეთიჯანმრთელობა

ბავშვთა საავადმყოფოები: გაუქმებული ოპერაციები და ერთ წლიანი რიგები

ბავშვთა საავადმყოფოები: გაუქმებული ოპერაციები და ერთ წლიანი რიგები

ბავშთა საავადმყოფო «Η Αγία Σοφία»-ს ექიმებმა გადაწყვიტეს შეწყვიტონ დემონსტრაციებში მონაწილეობის მიღება და ჩაატარონ ჩვეულ რეჟიმში დაგეგმილი ქირურგიული ოპერაციები, რადგან მათ მიიღეს გარანტია ანესთეზიოლოგების დამატებასთან დაკავშირებით. 

თუმცა გამოსვლებს ისევ აგრძელებენ ბავშვთა საავადმყოფო «Παναγιώτη και Αγλαΐας Κυριακού»-ს ანესთეზიოლგიური დეპარტამენტის ექიმები. აღნიშნულ საავადმყოფოში ორშაბათიდან, 27 მაისიდან უქმდება ყველა დაგეგმილი ოპერაცია. 

შეგახსენებთ, რომ ბავშთა საავადმყოფო «Η Αγία Σοφία»-ში დაგეგმილი ოპერაციის მოლოდინში 2 000-მდე ბავშვია, ხოლო დამატებით 1 000 ბავშვი ელოდება თავის რიგს «Αγλαΐα Κυριακού»-ში. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ბავშვებს აღნიშულ რიგში დგომა მოუწევთ 6 თვიდან ერთ წლამდე, რადგან საავადმყოფოებში არ არის საკმარისი ექიმების რაოდენობა.

ცნობილია, რომ ბავშთა საავადმყოფო «Η Αγία Σοφία»-ში დაგეგმილი ოპერაციების გაუქმება პირველი ივნისიდან იგეგმებოდა. აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებულ იქნა მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ საავადმყოფოს თანამშრომლები მუშაობდნენ მათთვის დამღუპველ და საავადმყოფოს გამართული ფუნქციონირებისთვის სახიფათო პირობებში. მათი სიფხიზლის საკითხი ეჭქვეშ იყო დაყენებული, რადგან მორიგეობდნენ რეკომენდირებულზე მეტ საათებს.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *