Latest news
ლავრიო: 32 წლის კაცმა ყოფილი შეყვარებული და მისი პარტნიორი დაჭრა საბერძნეთის საგადასახადო სამსახური მოქალაქეების უკეთ მომსახურების მიზნით ახალ დეპარტამენტს დაიმატებს უამინდობის ფენომენი კუნძულ კრეტაზე  ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა
შაბათი, ოქტომბერი 3, 2026
საბერძნეთი

კრიტი: მძღოლი ავტომობილით კიბეზე აღმოჩნდა

კრიტზე, ირაკლიოში  მდებარე კულტურის ცენტრის თანამშრომლებს მოულოდნელი სანახაობა დახვდათ, როდესაც დღეს  დილით კიბეებზე „გაჩერებული“ მანქანა დაინახეს.

ავტომობილი , რომლის მძღოლიც ადგილზე  არ იმყოფებოდა, დერეფნის კიბეებზე იპოვეს, რომელიც ფეხით მოსიარულეებისთვის  კულტურის ცენტრის ატრიუმამდე გრძელდება, შემდეგ კი ცენტრის მიწისქვეშა ავტოსადგომის გასასვლელი და შესასვლელია  რომელიც არასამუშაო  საათებში დაკეტილია.

გავრცელებულ   ვიდეოში  დაფიქსირებულია,  თუ როგორ აღმოჩნდა მანქანა ამ პოზიციაზე.

როგორც ჩანს, მანქანის მძღოლს სხვა მანქანისთვის გვერდის აქცევა უნდოდა, მაგრამ არასწორად გათვალა და  მობრუნების შემდეგ კიბეზე აღმოჩნდა,  შემდეგ კი მანქანიდან  გადმოვიდა და შემთხვევის ადგილი დატოვა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, შემთხვევა ოთხშაბათს, საღამოს 9 საათზე მოხდა და მანქანის მძღოლი 23 წლისაა.

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *