Latest news
მირტო იყო ანგელოზი, არ გადიოდა ღამით გარეთ, ვგეგმავდით ერთად დაბერებას - რას ამბობს გარდაცვლილის მეგ... არ ვიცი ჩემს შვილს რაში სდებენ ბრალს - აცხადებს 26 წლის ძალოსანის დედა 23 წლის ბრალდებულის დედა ცინიკურ განცხადებას აკეთებს: ყველა ბავშვი მოიხმარს ნარკოტიკს, ზოგს უმართლებ... პარასკევი ცხოველმყოფელი წყაროს <<ზოოდოხოს პიღის>> აღნიშვნის დღეა როგორ შევინარჩუნოთ ბზინვარე კანი დღესასწაულებისა და ცივი ზამთრის შემდეგ რატომ ვადანაშაულებთ ყოველთვის ქალებს რა ხდებოდა 19 წლის მირტოს გარდაცვალებამდე რამდენიმე საათით ადრე ეთიოპიელი ქალის გარდაცვალებასთან დაკავშირებით მოწმეები პირველ კომენტარს აკეთებენ ათენი: სადარბაზოში ნაპოვნი ქალის მკვლელობაში ეჭვმიტანილი დააკავეს 23 წლის ბრალდებული საუბრობს ღამეზე, რომელმაც 19 წლის მირტოს სიცოცხლე იმსხვერპლა
პარასკევი, აპრილი 17, 2026
კრიმინალისაბერძნეთი

ამალიადა: ირინი მურძუკუს საქმის დამამძიმებელი შოკისმომგვრელი ხმის ჩანაწერი გავრცელდა

ამალიადა: ირინი მურძუკუს საქმის დამამძიმებელი შოკისმომგვრელი ხმის ჩანაწერი გავრცელდა

ირინი მურძუკუს საქმესთან დაკავშირებით ახალი საქმის დეტალები გავრცელდა, რომელთა თანახმადაც 24 წლის ბრალდებული ურცხვად გზავნიდა მის მეგობრებთან გარდაცვლილი ბავშების ფოტოსურათებს და იმავე ფოტოებს მის  პირად სოც.გვერდებზეც აქვეყნებდა.

ირინის მეგობრის ადვოკატმა, რომლის შვილიც ასევე გაურკვეველ პირობებში გარდაიცვალა მაშინ, როცა ირინის მეთვალყურეობის ქვეშ იყო, პატრაში პროკურორს გადასცა ზემოთ აღნიშნული ფოტოსურათები. 

ფოტო მასალასთან ერთად გამოძიებას გადაეცა ხმის ჩანაწერი, სადაც ისმის თუ როგორ რეკავს პოლიციაში არასრულწლოვანი გოგონა და ითხოვს შველას, ხოლო ირინი კი მას ემუქრება და უყვირის, რომ ახლავე გათიშოს ტელეფონი, თორემ ინანებს. ხმის ჩანაწერში ასევე ისმის, თუ როგორ ურტყამს ირინი გოგონას.

“მხოლოდ ხმის ჩანაწერის ნაწილს ვასაჯაროებთ, რადგან არ გვინდა იმ საზარელი გაგრძელების შემსწრე გახდეს მაყურებელი, რაც ჩანაწერის მეორე ნაწილში ისმის.” – აცხადებს ანგელიკი ნოკოლული.

ჩანაწერში ისმის: 

  • პოლიციაში ვრეკავ და ნახავ რაც მოგივა. ციხეში გამოგკეტავ.
  • გათიშე, თორემ ინანებ!
  • არაფერსაც არ ვინანებ.
  • გათიშე! გათიშე!
  • მიშველეთ!

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *