ავტომობილს, რომლითაც დედა ორ შვილთან ერთად მგზავრობდა მოულოდნელად ცეცხლი გაუჩნდა
დედა ორ შვილთან ერთად ათენიდან თესალონიკის მიმართულებით მგზავრობდა, როდესაც მათ ავტომანქანას სავარაუდოდ მოკლე ჩართვის გამო ცეცხლი გაუჩნდა და რამდენიმე წუთში მთლიანად დაიწვა.
მძღოლმა ძრავიდან კვამლი რომ დაინახა ბავშვები მანქანიდან გადმოიყვანა და ტერიტორიას გაერიდა.
მის დასახმარებლად გაჩერდა გამვლელი მძღოლი, რომელიც ცეცხლის ჩაქრობას შეეცადა.
„ მანქანიდან ცეცხლმაქრი ავიღე და ახლად გაჩენილი ხანძრის ჩაქრობა ვცადე, მაგრამ რამდენიმე წუთში მანქანა ჩემი დიდი ძალისხმევის მიუხედავად ცეცხლმა მოიცვა.
მე გავაჩერე კიდევ ორი მანქანა, რომ მეპოვა დამატებითი ცეცხლმაქრები ხანძრის ჩასაქრობად.
მიუხედავად იმისა, რომ სასწრაფოდ გამოვიძახეთ სახანძრო განყოფილება, ავტომობილი შემთხვევის ადგილზე მისვლამდე მთლიანად დაიწვა და განადგურდა.
სამწუხაროდ, მგზავრების პირადი ნივთების მანქანიდან ამოღება ვერ მოხერხდა.
საბედნიეროდ, ქალიც და მისი ორი შვილიც კარგად არიან”-აცხადებს მძღოლი, რომელიც ამ შემთხვევას შეესწრო.
ხანძრის გაჩენის ზუსტი მიზეზების დასადგენად საგზაო და სახანძრო დეპარტამენტი წინასწარ გამოძიებას აწარმოებს.
