Latest news
საბერძნეთის "მწვანე პოლიტიკა" ჰაერის დაბინძურების შესამცირებლად პატარა კუნძულებიდან დაიწყება საბერძნეთს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში 21 ობიექტი აქვს  როდემდე შეძლებენ საბერძნეთის მოქალაქეები დასაქმების პროგრამაზე რეგისტრაციას დასავლეთ ნილოსის ვირუსი: სიმპტომები - მსუბუქი ფორმიდან ენცეფალიტამდე ბურდუმის: ძალიან ცუდი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ფილმის სანახავად არ მოვიდა ტინოსი: ღვთისმშობლის ხატის საზეიმო მსვლელობა უნდა ინერვიულონ თუ არა ავტომანქანების მფლობელებმა, რომლებსაც ელექტრომობილები არ ჰყავთ კოზანელი ოსტატის ხელნაკეთი გიტარები მსოფლიოს მასშტაბით იყიდება საბერძნეთი დღეს ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულს აღნიშნავს 15 აგვისტოსთან დაკავშირებული ტრადიციები კუნძულებზე
ოთხშაბათი, აგვისტო 19, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

21 წლის იოჰანი გარდაცვლილი იპოვეს – ტურისტს სამძებრო სამსახური 1 თვეზე მეტი ეძებდა

21 წლის იოჰანი გარდაცვლილი იპოვეს – ტურისტს სამძებრო სამსახური 1 თვეზე მეტი ეძებდა

განადგურებულია 21 წლის იოჰანის ოჯახი, რომელიც საბერძნეთში დასასვენებლად ჩამოვიდა და სამარიას ხეობაში უკვალოდ გაუჩინარდა. 

Flashnews.gr-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ხანიაში სამაშველო სამსახური დღეს დილიდან ცდილობს სწორად მიუდგეს ცხედარს და ამოიყვანოს ჩიხიდან.

შეგახსენებთ რომ ტურისტი მაშველებმა ხეობის საკმაოდ მიუვალ ნაწილში დააფიქსირეს პარასკევს ღამით.

გულისამაჩუყებელია განცხადება, რომელსაც იოჰანის ოჯახი აქვეყნებს: “ჩვენმა პატარა ძმამ სიცოცხლე 13 თებერვალს კუნძულ კრეტაზე ტრაგიკულად დაასრულა. ადგილობრივი 6 მთამსვლელი 13 მარტს ჩვენთან ერთად ჩაერთო იოჰანის სამძებრო სამუშაოებში და 14 მარტს უკვე მისი ცხედარი ვიპოვეთ. იოჰანის ცხედარს ექსპერტიზა ჩაუტარდება, მაგრამ ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ სიცივისა და დაღლილობისგან გარდაიცვალა. წარმატებით ჰქონდა გავლილი ბილიკის ყველაზე რთული ნაწილი, მაგრამ დაღლილობისგან გონება დაკარგა და გარდაიცვალა. უდიდესი ჭრილობა დაგვიტოვა ოჯახის წევრებს, მეგობრებს და თანამშრომლებს. ყველას, ყველას ვინც მას იცნობდა. ის მუდამ დარჩება ჩვენს გულებსა და გონებაში. უღრმეს მადლობას ვუხდით მაშველებს, მოხალისეებს და სახელმწიფო სამსახურს ჩვენი დახმარებისთვის. თქვენი დახმარების გარეშე შეუძლებელი იქნებოდა ჩვენი იოჰანის პოვნა.”

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *