Latest news
Ελληνικό Μετρό: კიფსელის მაცხოვრებლების სახლებიდან გამოყვანის საჭიროება არ არსებობს ბავშვთა დახმარება A21: 27 ნოემბრიდან ისევ იხსნება ელ.პლატფორმა განცხადებების მისაღებად გიორგოს მაზონაკისის გარდაცვალების მიზეზად პროპოფოლი დასახელდა მასშტაბური ღონისძიებები პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში ხუთი ევროპული ქვეყანა რუანდაში მიგრანტთა დაბრუნების ცენტრის შექმნას გეგმავს 17 ნოემბრის მნიშვნელობა სრულიად საბერძნეთისთვის 17 ნოემბერს შუადღის 2 საათიდან დაიკეტება მეტროსადგური: სინდაგმა, პანეპისტიმიო და მეღარო მუსიკის ისტორიული ვიდეო პოლიტექნიკური უნივერსიტეტის აჯანყების პირველი წლისთავიდან იცით თუ არა რომ მოძრაობის წესების დარღვევისას ქვეითებიც ჯარიმდებიან ირაკლიო: რატომ ჰქონდა 18 წლის ბავშვს საწვავით სავსე ბოთლთან წვდომა
სამშაბათი, ნოემბერი 17, 2026
მსოფლიო

ივნისის “მარწყვის მთვარე”- შთამბეჭდავი სანახაობა კვირას, ღამის ცაზე

ივნისის სავსემთვარეობისას  კვირა ღამით ცამ სხვა ფერი მიიღო.  ამ  განსაკუთრებული მოვლენის ამსახველმა ფოტო და ვიდეო მასალამ ფაქტობრივად, მთელი  მსოფლიო მოიარა.

არაერთი საერთაშორისო მედია ავრცელებდა ინფორმაციას  და სოციალური ქსელებიც გადაიტვირთა უამრავი პოსტით თუ კომენტარით ამ სანახაობის შესახებ.

ივნისის სავსე მთვარე , ასევე ცნობილი როგორც “მარწყვის მთვარე”, ღამის ცაზე ხილული იყო საღამოს ადრეული საათებიდან .

ამ კონკრეტულ სავსემთვარეობას ამერიკელი ინდიელები  ტრადიციულად “მარწყვის მთვარეს” უწოდებდნენ, რადგან ის ამოდის  იმ დროს, როდესაც მწიფე მარწყვის კრეფა ხდება.

ივნისის სავსე მთვარე მოიხენიება ასევე სხვა  სახელებითაც:

თაფლის მთვარე (რადგან თაფლი მზად არის ამოსაღებად ივნისში)

ვარდის მთვარე (რადგან ვარდები  ივნისში ყვავიან)

თბილი მთვარე (ზაფხულის თვეებში რეგიონებში მაღალი ტემპერატურის გამო)

ამ წლის შემდეგი სავსე მთვარე  3 ივლისს გამოჩნდება ცაზე.

 

 

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *