Latest news
ლავრიო: 32 წლის კაცმა ყოფილი შეყვარებული და მისი პარტნიორი დაჭრა საბერძნეთის საგადასახადო სამსახური მოქალაქეების უკეთ მომსახურების მიზნით ახალ დეპარტამენტს დაიმატებს უამინდობის ფენომენი კუნძულ კრეტაზე  ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა
შაბათი, ოქტომბერი 3, 2026
ემიგრაცია

ოფიციალური თურქეთი საბერძნეთს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს, თურქეთის საელჩოსა და თვით რეჯეფ თაიფ ერდოღანის მიერ საბერძნეთის 25 მარტის ეროვნულ დღესასწაულთან დაკავშირებით მიძღვნილი მისალოცი გზავნილი უდავოდ  შთამბეჭდავი და წინ გადადგმული ნაბიჯი იყო ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების დათბობისაკენ.

როგორც ჩანს, თურქეთში მომხდარმა დამანგრეველმა მიწისძვრებმა, ბერძნული სახელმწიფოსა და  კერძო პირების სოლიდარობის ტალღამ, ასევე ტემპის ტრაგედიამ, რომელმაც თურქები შეძრა, თავისი როლი ითამაშა საბერძნეთსა და თურქეთს შორის ორმხრივი ურთიერთობების პოზიტიურ დინამიკაში.

როგორც რეჯეფ თაიფ ერდოღანი, მის მიერ პრემიერ მინისტრ კირიაკოს მიცოტაკისათვის, 1821 წლის რევოლუციის წლისთავთან დაკავშირებით  გაგზავნილ მისალოც წერილში  აღნიშნავს, თურქეთსა და საბერძნეთს შორის ურთიერთობა და თანამშრომლობა ერთობლივი ძალისხმევით, უახლოეს მომავალში კიდევ უფრო განვითარდება.

ასევე,  თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუდ ჩავუშოღლუ კიდევ ერთხელ მადლობას უხდის საბერძნეთის მთავრობას თურქეთის დამანგრეველი მიწისძვრების შემდეგ გაწეული დახმარებისა და სოლიდარობისათვის.

თავის მხრივ  საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ნიკოს დენდიასი ხაზს უსვამს, რომ თურქეთის ქცევის პარამეტრები მიწისძვრების ტრაგედიისა და მისი იქ ვიზიტის შემდეგ საგრძნობლად შეიცვალა.

“თურქული კრიმინალი არარსებული გახდა, ეგეოსის ზღვაში არანაირი დარღვევა არ შეინიშნება, არც გადაფრენები, არც სიტყვიერი აგრესია და ძალადობის საფრთხე”- აღნიშნა მან.

მინისტრის განცხადებით, საბერძნეთი ყოველთვის მსგავს პირობებში დიალოგისკენ ისწრაფვოდა, რაც სურვილის შემთხვევაში, აჩენს ასევე ვალდებულებას საბერძნეთის მხრიდან, მსგავსი პოზიტიური ნაბიჯებით უპასუხოს თურქეთს.

კუნძული სკოპელოსი- Μamma Mia

qartvelebi.gr

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *