Latest news
მირტო იყო ანგელოზი, არ გადიოდა ღამით გარეთ, ვგეგმავდით ერთად დაბერებას - რას ამბობს გარდაცვლილის მეგ... არ ვიცი ჩემს შვილს რაში სდებენ ბრალს - აცხადებს 26 წლის ძალოსანის დედა 23 წლის ბრალდებულის დედა ცინიკურ განცხადებას აკეთებს: ყველა ბავშვი მოიხმარს ნარკოტიკს, ზოგს უმართლებ... პარასკევი ცხოველმყოფელი წყაროს <<ზოოდოხოს პიღის>> აღნიშვნის დღეა როგორ შევინარჩუნოთ ბზინვარე კანი დღესასწაულებისა და ცივი ზამთრის შემდეგ რატომ ვადანაშაულებთ ყოველთვის ქალებს რა ხდებოდა 19 წლის მირტოს გარდაცვალებამდე რამდენიმე საათით ადრე ეთიოპიელი ქალის გარდაცვალებასთან დაკავშირებით მოწმეები პირველ კომენტარს აკეთებენ ათენი: სადარბაზოში ნაპოვნი ქალის მკვლელობაში ეჭვმიტანილი დააკავეს 23 წლის ბრალდებული საუბრობს ღამეზე, რომელმაც 19 წლის მირტოს სიცოცხლე იმსხვერპლა
პარასკევი, აპრილი 17, 2026
მსოფლიო

კანადაში გაჩენილმა ხანძრის კვამლმა აშშ-ის რამდენიმე შტატი დაფარა, ხელისუფლება მოსახლეობას სახლებში დარჩენისკენ მოუწოდებს

კანადის ხელისუფლებამ დღეს ადრე გამოაცხადა განგაში ტორონტოში ჰაერის მდგომარეობის შესახებ  ხანძრის გამო, რომელიც რამდენიმე დღეა თითქმის მთელს ქვეყანაში მძვინვარებს.

უკვე დამწვარია სულ მცირე 33 მილიონი ჰექტარი ტყე და 120 000-ზე მეტი ადამიანი იძულებული გახდა დროებით დაეტოვებინა საცხოვრებელი სახლები

ჰაერის დაბინძურების შესახებ გაფრთხილება გაჟღერდა დღეს აშშ-ის ათზე მეტ შტატშიც, რადგან კანადიდან კვამლი თანდათან უფრო სამხრეთით მიედინება.

ბევრი ქალაქის ცამ ნაცრისფერი, ბუნდოვანი ფერი მიიღო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მოსახლეობას სახლში დარჩენისკენ მოუწოდებენ.

ჯანდაცვის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა ვერმონტიდან სამხრეთ კაროლინამდე, ასევე ოჰაიოსა და კანზასში, მოუწოდეს მილიონობით მაცხოვრებელს შეზღუდონ დრო, რომელსაც ისინი ატარებენ გარეთ, რადგან ატმოსფეროში გაჩენილმა კვამლის მიკრონაწილაკებმა შეიძლება გამოიწვიოს სუნთქვის გაძნელება და საფრთხე შეუქმნას მათ ჯანმრთელობას.

აღმოსავლეთ სანაპიროზე მდებარე სკოლებმა გააუქმეს გარე აქტივობები, როგორიცაა სპორტული თამაშები და გასვლები, მოსწავლეთა  დაცვის მიზნით.

ნიუ-იორკში საჯარო სკოლებმა გააუქმეს ან გადაიტანეს თავიანთი გარე საქმიანობა დახურულ სივრცეში.

ნიუ-იორკისა და სხვა მრავალი ქალაქის ცა ნაცრისფერი გახდა და ჰაერში დამწვარი ხის სუნი დგას. ბევრგან ამომავალი მზე პატარა, ნარინჯისფერი დისკის სახით ჩანდა. ქალაქის ცათამბჯენები, რომლებიც ჩვეულებრივ ჩანს მრავალი კილომეტრის მანძილზე, თითქმის გაქრა ნისლში.

დღეს დილით ნიუ-იორკი  ჰაერის დაბინძურების ხარისხით მეორე ადგილზე იყო ინდოეთის ახალი დელის შემდეგ, იტყობინება შვეიცარიული კომპანია IQAir, რომელიც ზომავს ჰაერის მდგომარეობას დიდ ქალაქებში.

ტყის ხანძრის კვამლი დაკავშირებულია ინფარქტისა და ინსულტის მატებასთან, ხოლო საავადმყოფოების სასწრაფო დახმარების პალატები სავსეა პაციენტებით,რომელთაც აღენიშნებათ ასთმის შეტევები და სხვა რესპირატორული დაავადებები, ასევე  თვალის ან კანის გაღიზიანებები.

„ეს არის უპრეცედენტო მოვლენა ჩვენს ქალაქში და ნიუ-იორკელებმა სიფრთხილის ზომები უნდა მიიღონ“, – თქვა მერმა ერიკ ადამსმა.

 

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *