Latest news
რა ხდებოდა 19 წლის მირტოს გარდაცვალებამდე რამდენიმე საათით ადრე ეთიოპიელი ქალის გარდაცვალებასთან დაკავშირებით მოწმეები პირველ კომენტარს აკეთებენ ათენი: სადარბაზოში ნაპოვნი ქალის მკვლელობაში ეჭვმიტანილი დააკავეს 23 წლის ბრალდებული საუბრობს ღამეზე, რომელმაც 19 წლის მირტოს სიცოცხლე იმსხვერპლა რა ჰქონდათ განზრახული დამნაშავეებს და რატომ მიატოვეს მირტო ქუჩაში 19 წლის მირტოს გარდაცვალების საქმეში ერთ-ერთი ბრალდებულის წინააღმდეგ ახალი საჩივარი შეიტანეს იასამნისფერი გზა, რომელიც თავს ზღაპრის გმირად გაგრძნნობინებთ საბერძნეთის ინიციატივას, არასრულწლოვნებისთვის სოც.მედიაზე წვდომის შეზღუდვასთან დაკავშირებით კვიპროსი... Cosmote Telekom-ი მეტალიკას კონცერტზე დასასწრებ ბილეთებს ათამაშებს როდემდე უნდა გადავცვალოთ ძველი პირადობები
პარასკევი, აპრილი 17, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

ჯანდაცვის სამინისტრო სეზონური გრიპის წინააღმდეგ ვაქცინაციის მნიშვნელობაზე საუბრობს

ჯანდაცვის სამინისტრო სეზონური გრიპის წინააღმდეგ ვაქცინაციის მნიშვნელობაზე საუბრობს

წლევანდელი ზამთრის გრიპის აქტივობის პირველი ნიშნები შეშფოთებას იწვევს. სეზონურმა გრიპმა გავრცელება უფრო ადრე დაიწყო მძიმე სიმპტომებით, ვიდრე ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, რაც განსაკუთრებულ სიფრთხილეს საჭიროებს მოსახლეობის მხრიდან.

ჯანდაცვის სამინისტრომ გამოაქვეყნა 2025-2026 წლის ეროვნული ვაქცინაციის პროგრამის განახლებული ვერსია, რომლითაც მშობლებს ახსენებს, რომ გადაამოწმონ ბავშვების ვაქცინაციის ბროშურები და დაუკავშირდნენ პედიატრებს სეზონური გრიპის საწინააღდეგო ვაქცინის მიღების დასაგეგმად.

გრიპის საწინააღმდეგო აცრა რეკომენდირებულია 6 თვიდან 5 წლამდე ბავშებისთვის და ასევე შედარებით უფროსებისთვისაც იმ შემთხვევაში თუ მიეკუთვნებიან მოწყვლად ჯგუფებს. 

აცრა კეთდება ერთჯერადად, ოქტომბრის შუარიცხვებიდან ნოემბრის ბოლომდე, რათა მოასწროს იმუნურმა სისტემამ გააქტიურება. 

9 წლის ქვემოთ მყოფი ბავშვები, რომლებიც იცრებიან პირველად, ან აცრილები არიან მხოლოდ ერთხელ, საჭიროებენ 2 დოზას, რომელიც უნდა გაკეთდეს 28 დღის შუალედით.

“დროული ვაქცინაცია ეფექტურად იცავს გაციების მძიმე სიმპტომების გამოხატვისგან, ან თუნდაც სიკვდილიანობის დადგომისგან, განსაკუთრებით მოწყვლად ჯგუფებს მიკუთვნებული ადამიანებს.” 

ეროვნული ვაქცინაციის პროგრამის მიხედვით სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია განსაკუთრებით რეკომენდირებულია 60 წელს ზემოთ მყოფი ასაკის პირებისთვის, 6 თვიდან 5 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის, 5 წელზე მეტი ბავშვებისა და ქრონიკული დაავადებების მატარებელი ზრდასრულებისთვის, ორსულებისთვისა და ლაქტაციის პერიოდში მყოფი დედებისთვის. 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *