Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
პარასკევი, ოქტომბერი 2, 2026
საბერძნეთი

თესალონიკი: მეხანძრეებმა საქალაქთაშორისო ავტობუსიდან გველი ამოიყვანეს

ორშაბათს ნაშუადღევს, სალონიკში,  საქალაქთაშორისო ავტობუსების მაკედონიის სადგურზე მეხანძრე მაშველებმა ავტობუსიდან გველი ამოიყვანეს.

გავრცელებული ინფორმაციით ავტობუსში გველის არსებობა სალონიკი-ფლორინას მარშრუტზე შენიშნეს.

როგორც შემდეგ გაირკვა ავტობუსში მყოფთაგან ერთ-ერთი ქალბატონი თავის შინაურ, მარჯნის გველთან ერთად მგზავრობდა.

როდესაც ავტობუსი სალონიკში ჩავიდა ქალი ავტობუსიდან ჩამოვიდა, გველი კი ავტობუსში  დაავიწყდა.

როდესაც ავტობუსი უკან, ფლორინაში ბრუნდებოდა მგზავრებმა აღმოაჩინეს, რომ მათთან ერთად ქვეწარმავალი მგზავრობდა. გველის დანახვაზე მგზავრები პანიკაში ჩავარდნენ.

მძღოლი იძულებული გახდა მაკედონიის სადგურში დაბრუნებულიყო და სახანძრო-სამაშველო სამსახური გამოეძახა.

მაშველების განცხადებით გველი საშიში არ იყო  და მგზავრებიდან არავინ დაშავებულა.

მეხანძრეებმა მგზავრები ავტობუსიდან ჩამოიყვანეს, თვითონ კი გველის პატრონის გამოჩენამდე ადგილზე დარჩნენ.

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *