Latest news
სალონიკი: პოლიციელის ემოციური განცხადება, რომელმაც მიტოვებული ბავშვები გადაარჩინა დეკემბრიდან MyHealth აპლიკაციაში ციფრული ასისტენტი ამოქმედდება 25 ნოემბერი: რა განრიგით იმოძრავებს საზოგადოებრივი ტრანსპორტი საბერძნეთში 2026 წლის საშობაო სუფრისთვის საჭირო პროდუქტების ფასმა 18%-ით მოიმატა როგორ იმუშავებენ სკოლები საყოველთაო გაფიცვის ფარგლებში მძღოლები ავტომანქანების გარბენის დამალვას ვეღარ შეძლებენ პატრა ევროპის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეპიცენტრში მოექცა სალონიკი: პოლიციამ ბინაში ჩაკეტილი 2 მცირეწლოვანი ბავშვი ანტისანიტარიულ მდგომარეობაში იპოვეს საბერძნეთის პოლიცია 28 მილიონიანი საგადასახადო თაღლითობის საქმეს იძიებს ბულინგის მსხვერპლი 14 წლის მოზარდი თანაკლასელებზე შურისძიების მიზნით იარაღის შეძენის ფაქტზე დააკავეს
ოთხშაბათი, ნოემბერი 25, 2026
საბერძნეთიემიგრაცია

როდიდან შეძლებენ იძულებით გადაადგილებული პირები მოთხოვნების განთავსებას სპეციალურ პლატფორმაზე

როდიდან შეძლებენ იძულებით გადაადგილებული პირები მოთხოვნების განთავსებას სპეციალურ პლატფორმაზე

ატიკის გუბერნატორმა, ნიკოს ხარდალიასმა 5,5-წუთიანი ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც პასუხობს გავრცელებულ ჭორებს ალექსანდრას გამზირზე მდებარე ისტორიული ლტოლვილთა საცხოვრებლების (Προσφυγικά) აღდგენის პროექტის შესახებ.

მისი განცხადებით, პროექტის მიზანია შენობების შენარჩუნება და სოციალური დანიშნულების გაძლიერება და არა მათი დანგრევა ან კომერციული გამოყენება.

  • შენობები არ დაინგრევა – აღდგება მათი ისტორიული და არქიტექტურული სახე.
  • არ მოხდება კომერციალიზაცია – სივრცე არ გადაეცემა კერძო ინტერესებს.
  • შეიქმნება სოციალური ბინები – დაბალი შემოსავლის მქონე ოჯახებისთვის, ახალგაზრდებისთვის, უმუშევრებისთვის და პენსიონერებისთვის.
  • გაიხსნება საცხოვრებელი ცენტრი – ონკოლოგიური საავადმყოფოს, წმინდა საბას ჰოსპიტალის, პაციენტების თანმხლები პირებისთვის.
  • ამჟამინდელი მცხოვრებლები დახმარების გარეშე არ დარჩებიან – მათთვის ახალი საცხოვრებლის მოძიება შესაბამის უწყებებთან თანამშრომლობით იგეგმება.
  • სოციალურ ბინებზე წვდომა ექნებათ მათაც, ვინც კრიტერიუმებს დააკმაყოფილებს აღდგენის დასრულების შემდეგ.
  • რეგიონი უარყოფს ბრალდებებს, რომ პროექტი მზადდებოდა დიალოგის გარეშე, და აცხადებს, რომ დაიწყება ღია კონსულტაციები მოქალაქეებთან და ორგანიზაციებთან.

22 ივნისიდან ამოქმედდება სპეციალური ელექტრონული პლატფორმა, სადაც ლტოლვილთა საცხოვრებლებში მცხოვრებ პირებს შეუძლიათ დაარეგისტრირონ საკუთარი მონაცემები, მოთხოვნები და წინადადებები. პლატფორმა ღია იქნება 19 ივლისამდე.

ატიკის რეგიონის განცხადებით, პროექტის მთავარი პრინციპებია: არანაირი დანგრევა, არანაირი კომერციალიზაცია, არანაირი მიტოვება და მხარდაჭერა ყველა მცხოვრებისთვის, ხოლო მიზანია ისტორიული კომპლექსის გადაქცევა მეხსიერების, ღირსებისა და სოციალური სოლიდარობის სივრცედ.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *