Latest news
მხოლოდ 2 წუთით მანქანის გაჩერება შესაძლოა ჯარიმის გამოწერით დასრულდეს კრეტა: რატომ მოიპარა მძარცველმა ჯიხურის დაცვის კამერა კურიერით ამანათის მიღებისას ნაღდი ანგარიშსწორების შესაძლებლობა უქმდება ფილიპოს კამბურისის ყოფილი თანამშრომელი განცხადებას აკეთებს სალონიკი: ბინის მეპატრონეს სტუდენტის ფარულად გადაღებისთვის 2 წლით პატიმრობა შეეფარდა საბერძნეთი: ეკლესია სასულიერო პირების სოც.ქსელებში აქტიურობის წესების განსაზღვრას ცდილობს კიფსელი: მეტროს მშენებლობითი სამუშაოების შედეგად დაზიანებული შენობებისთვის ჩატარებული ექსპერტიზის დო... ათონის მთის ადმინისტრატორი: მონასტრები რომ პოლიტიკურ პარტიებს მხარს უჭერენ ეს ყველასთვის კარგად ცნობ... რა უნდა გვედოს ავტომანქანის აფთიაქში ჯარიმის თავიდან ასაცილებლად  საბერძნეთში რომას საზოგადოებრივი ინტეგრაციის საკითხი მწვავე პრობლემად რჩება
ხუთშაბათი, ოქტომბერი 8, 2026
საზოგადოებასაბერძნეთი

სალონიკი: 41 წლის ქალი სუპერ მარკეტიდან პროდუქტის ქურდობისთვის დააკავეს

სალონიკი: 41 წლის ქალი სუპერ მარკეტიდან პროდუქტის ქურდობისთვის დააკავეს

ზოგჯერ 25 ევრო საკმარისია იმისთვის, რომ საზოგადოება სარკეში ჩაახედოს. საქმე მხოლოდ მოპარულ პროდუქტებს აღარ ეხება, სალონიკში მომხდარი ამბავი იმ ზღვარზე გადადის, სადაც შიმშილი, სიღარიბე და კანონი ერთმანეთს უპირისპირდება. 6 ივლისს სალონიკში მომხდარმა ქურდობის შემთხვევამ სწორედ ასეთი დისკუსია გააჩინა: შეუძლია თუ არა გაჭირვებამ ადამიანი ქურდობამდე მიიყვანოს და უნდა ისჯებოდეს თუ არა ის, ვინც საკვების მოპარვას ცდილობს?

სუპერ მარკეტიდან საყოფაცხოვრებო ნივთებისა და პროდუქტის მოპარვის ბრალდებით 41 წლის ქალი დააკავეს.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ქალი 6 ივლისს დილით შევიდა სუპერ მარკეტში და 25 ევროს ღირებულების პროდუქტების მოპარვა სცადა, თუმცა მომსახურე პერსონალმა ის შენიშნა და პოლიცია გამოიძახა. დაჯავების შემდეგ პოლიციელებმა დაადგინეს, რომ ქალი უკვე მეორედ იპარავდა აღნიშნული სუპერ მარკეტიდან პროდუქტს და პირველ ჯერზე მან 60 ევროს ღირებულების პროდუქტი გაიტანა მაღაზიიდან.

დაკავებულს გამომძიებელთან გადაიყვანენ დაკითხვაზე, გაივლის ყველა კანონით გათვალისწინებულ პროცედურას და წაუყენებენ ბრალს. 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *