Latest news
საბერძნეთის პოლიცია 28 მილიონიანი საგადასახადო თაღლითობის საქმეს იძიებს ბულინგის მსხვერპლი 14 წლის მოზარდი თანაკლასელებზე შურისძიების მიზნით იარაღის შეძენის ფაქტზე დააკავეს ნევროკოპი: საბერძნეთის ყველაზე ცივი რეგიონი, სადაც აგვისტოშიც კი ტემპერატურა 8,8 გრადუსს არ სცდება საბერძნეთი: 25 ნოემბერს საყოველთაო გაფიცვა გამოცხადდა საგზაო მოძრაობის კოდექსი: სიახლეები ჯარიმების, მართვის მოწმობის ჩამორთმევისა და ახალბედა მძღოლებისთვ... სალონიკი შობისთვის ემზადება: შუშის ჭაღები, 56 ხის სახლი და გრანდიოზული კონცერტები OpenCar: ავტომობილის ნომრით შესაძლებელი იქნება გარბენის, ტექინსპექტირებისა და დაზღვევის შემოწმება პედიონ ტუ არეოსის პარკი საშობაოდ მორთეს ათენის მერი კიფსელის „წითელ ზონაში“ მოქცეული კორპუსების უსაფრთხოებაზე შეშფოთებას გამოთქვამს და მოსახ... ვრცელდება კადრები რომელშიც 24 წლის ქალის მკვლელობაში ეჭვმიტანილი ჩემოდნით ხალშია დაფიქსირებული
კვირა, ნოემბერი 22, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

ათენის მერია სოციალურად დაუცველ ოჯახებს კონდიციონერებს უფასოდ გადასცემს

ათენის მერია სოციალურად დაუცველ ოჯახებს კონდიციონერებს უფასოდ გადასცემს

ათენის მერია ქალაქის სოციალურად დაუცველ ოჯახებს 100 ენერგოეფექტურ (A კლასის) კონდიციონერს უფასოდ გადასცემს.

მერიის მიერ განხორციელებული პროგრამა მოიცავს კონდიციონერების შეძენას, ტრანსპორტირებასა და სერტიფიცირებული სპეციალისტის მიერ მონტაჟს. ტექნიკური შესაძლებლობის არსებობის შემთხვევაში, საცხოვრებელში ელექტროენერგიის მოხმარების მრიცხველიც დამონტაჟდება. ახალი მოწყობილობები ნაკლებ ელექტროენერგიას მოიხმარს და ზამთარში გათბობას, ზაფხულში კი ეფექტიან გაგრილებას უზრუნველყოფს.

განაცხადების მიღება მხოლოდ ელექტრონულად, 2026 წლის 19 ივლისამდე ბმულზე: https://klimatistika.cityofathens.gr. მონაწილეობა შეუძლიათ ათენის მუნიციპალიტეტში მუდმივად მცხოვრებ მოქალაქეებს, რომლებიც პროგრამით განსაზღვრულ სოციალურ და ეკონომიკურ კრიტერიუმებს აკმაყოფილებენ.

ბენეფიციარები ქულების სისტემის მიხედვით შეირჩევიან. შეფასებისას გათვალისწინებული იქნება ოჯახის შემოსავალი, ოჯახის წევრთა რაოდენობა, მრავალშვილიანი ან მარტოხელა მშობლის სტატუსი, ასევე ისეთი სოციალური ფაქტორები, როგორიცაა ოჯახში ხანდაზმულების ან მცირეწლოვანი ბავშვების ყოფნა.

პროექტი ევროკავშირის ASCEND პროგრამის ფარგლებში ხორციელდება და მიზნად ისახავს ენერგეტიკული სიღარიბის შემცირებას, საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებასა და ქალაქის ეკოლოგიურად მდგრად განვითარებას.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *