Latest news
საბერძნეთის პოლიცია 28 მილიონიანი საგადასახადო თაღლითობის საქმეს იძიებს ბულინგის მსხვერპლი 14 წლის მოზარდი თანაკლასელებზე შურისძიების მიზნით იარაღის შეძენის ფაქტზე დააკავეს ნევროკოპი: საბერძნეთის ყველაზე ცივი რეგიონი, სადაც აგვისტოშიც კი ტემპერატურა 8,8 გრადუსს არ სცდება საბერძნეთი: 25 ნოემბერს საყოველთაო გაფიცვა გამოცხადდა საგზაო მოძრაობის კოდექსი: სიახლეები ჯარიმების, მართვის მოწმობის ჩამორთმევისა და ახალბედა მძღოლებისთვ... სალონიკი შობისთვის ემზადება: შუშის ჭაღები, 56 ხის სახლი და გრანდიოზული კონცერტები OpenCar: ავტომობილის ნომრით შესაძლებელი იქნება გარბენის, ტექინსპექტირებისა და დაზღვევის შემოწმება პედიონ ტუ არეოსის პარკი საშობაოდ მორთეს ათენის მერი კიფსელის „წითელ ზონაში“ მოქცეული კორპუსების უსაფრთხოებაზე შეშფოთებას გამოთქვამს და მოსახ... ვრცელდება კადრები რომელშიც 24 წლის ქალის მკვლელობაში ეჭვმიტანილი ჩემოდნით ხალშია დაფიქსირებული
კვირა, ნოემბერი 22, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

რატომ უწოდებენ სალონიკს საერთაშორისო განათლების კარიბჭეს

რატომ უწოდებენ სალონიკს საერთაშორისო განათლების კარიბჭეს

დღეს უმაღლესი განათლება მხოლოდ ერთი ქვეყნის საზღვრებით აღარ შემოიფარგლება. სტუდენტებისთვის სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება საერთაშორისო გარემო, სადაც მათ შეუძლიათ სხვადასხვა კულტურის, იდეებისა და აკადემიური გამოცდილების მიღება.

სალონიკი კი სწორედ ამ შესაძლებლობას აძლევს როგორც სახელმწიფო ასევე კერძო უნივერსიტეტების სტუდენტებს, რომლებიც ახლა იწყებენ მსოფლიოს შეცნობას. ქალაქი, თავისი ისტორიული მნიშვნელობით, უსაფრთხო გარემოთი და სტუდენტური ცხოვრებით, ყალიბდება როგორც განათლების ცენტრი სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში.

ამ პროცესში განსაკუთრებული ადგილი უკავია Anatolia American University-ს, რომელიც საბერძნეთში ამერიკულ აკადემიურ მოდელს, ინგლისურენოვან პროგრამებსა და საერთაშორისო თანამშრომლობებს აერთიანებს. უნივერსიტეტში სწავლობენ სტუდენტები სხვადასხვა ქვეყნებიდან, ხოლო ყოველწლიურად მასპინძლობს ასობით ამერიკელ სტუდენტს გაცვლითი და სასწავლო პროგრამების ფარგლებში.

საერთაშორისო საუნივერსიტეტო გარემო სტუდენტებს ეხმარება კრიტიკული აზროვნების განვითარებაში, უცხო კულტურების უკეთ გაცნობასა და გლობალურ სამუშაო ბაზარზე საჭირო უნარების გამომუშავებაში. უნივერსიტეტი თანამშრომლობს მსოფლიოს მრავალ საგანმანათლებლო დაწესებულებასთან და სტუდენტებს უცხოეთში სწავლის შესაძლებლობებს სთავაზობს.

სალონიკი თანდათან ხდება ადგილი, სადაც სტუდენტებს შეუძლიათ მიიღონ საერთაშორისო განათლება საკუთარი ქვეყნის დატოვების გარეშე. ქალაქი აერთიანებს ბერძნულ კულტურას, ამერიკულ საგანმანათლებლო გამოცდილებას და გლობალურ აკადემიურ შესაძლებლობებს.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *