Latest news
დასავლეთ საბერძნეთში წვიმა და ჭექა-ქუხილია მოსალოდნელი საბერძნეთი: ვინ იქნება პასუხისმგებელი მოსწავლეებზე სასკოლო ექსკურსიების დროს მეტროსადგურის მშენებლობის გამო ექსარხიაზე მოძრაობა 2031 წლამდე შეიზღუდება 10 ოქტომბერი ფსიქიკური ჯანმრთელობის მსოფლიო დღეა აღაპიდაკი: ბავშვებს უნდა ვასწავლოთ სოც.ქსელების ზომიერად გამოყენება  ათენი: გრავას სკოლებში 4 000 მოსწავლეს დისტანციურად ჩაუტარდება გაკვეთილები ათენის მეტროს მე-4 ხაზის მშენებლობის გასაგრძელებლად უცხოელ ექსპერტს მოიწვევენ გიორგოს მაზონაკისის გარდაცვალების საქმე: ბრალდებულების შვილი პლაზმოფერეზის პროცედურაზე საუბრობს მაზონაკისის გრადაცვალების საქმეში ერთ-ერთი ბრალდებული უარყოფს საზღვარგარეთ მილიონობით ევროს ანგარიში... დეფორმირებული ატამი პირუტყვის ყვავილზე უფრო მასშტაბური იქნება
შაბათი, ოქტომბერი 10, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

საბერძნეთი: საგზაო უსაფრთხოების კონტროლი მნიშვნელოვნად გამკაცრდა

საბერძნეთი: საგზაო უსაფრთხოების კონტროლი მნიშვნელოვნად გამკაცრდა

საბერძნეთში პოლიციამ  მძღოლების მასობრივი შემოწმება დაიწყო, რათა ნასვამ მდგომარეობაში ავტომანქანის მართვის პრეცედენტი მნიშვნელოვნად შემცირდეს. მხოლოდ ატიკის რეგიონში ყოველთვიურად 150 000-ზე მეტი ალკოტესტი ტარდება, რაც ქვეყნის ისტორიაში რეკორდული მაჩვენებელია.

საბერძნეთის საგზაო პოლიციის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 2026 წლის 29 ივნისიდან 6 ივლისამდე პერიოდში 29 029 მძღოლი შემოწმდა. გამოვლინდა 254 დარღვევა, ხოლო ალკოჰოლის დასაშვებ ნორმაზე მეტი შემცველობის გამო 11 მძღოლი დააკავეს.

ბერძნული მოდელის განსაკუთრებულობა იმაში გამოიხატება, რომ საგზაო ბლოკპოსტებზე ყველა გამვლელი მძღოლი მოწმდება, გამონაკლისის გარეშე. ასეთი პრაქტიკა ევროკავშირის სხვა ქვეყნებში არ გამოიყენება, რადგან შემოწმებები, როგორც წესი, შერჩევითი მეთოდით ტარდება.

განახლებული საგზაო მოძრაობის კოდექსისა და ინტენსიური კონტროლის შედეგად, ბოლო თვეებში ნასვამ მდგომარეობაში მართვის შემთხვევები შემცირდა. 2026 წელს დადებითი ალკოტესტების რაოდენობა გასულ წელთან შედარებით დაახლოებით 16%-ით არის შემცირებული.

ხელისუფლების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კონტროლის კიდევ უფრო გაძლიერებას ხელს შეუწყობს 2026 წელს საბერძნეთის პოლიციაში თითქმის 1 900 ახალი თანამშრომლის მიღებაც.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *