Latest news
ათენი: გრავას სკოლებში 4 000 მოსწავლეს დისტანციურად ჩაუტარდება გაკვეთილები ათენის მეტროს მე-4 ხაზის მშენებლობის გასაგრძელებლად უცხოელ ექსპერტს მოიწვევენ გიორგოს მაზონაკისის გარდაცვალების საქმე: ბრალდებულების შვილი პლაზმოფერეზის პროცედურაზე საუბრობს მაზონაკისის გრადაცვალების საქმეში ერთ-ერთი ბრალდებული უარყოფს საზღვარგარეთ მილიონობით ევროს ანგარიში... დეფორმირებული ატამი პირუტყვის ყვავილზე უფრო მასშტაბური იქნება ნიკოს მორაიტისი საავტორო უფლებებზე საუბრობს სალონიკი: პოლიციელი სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს გარდაიცვალა ტიროდა, რადგან უთხრეს თავის ქვეყანაში დაბრუნებულიყო - რას ამბობს 13 წლის კენიელი მოსწავლის დედა მხოლოდ 2 წუთით მანქანის გაჩერება შესაძლოა ჯარიმის გამოწერით დასრულდეს კრეტა: რატომ მოიპარა მძარცველმა ჯიხურის დაცვის კამერა
პარასკევი, ოქტომბერი 9, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

საბერძნეთი: რა უნდა გავითვალისწინოთ იმ შემთხვევაში თუ 3 აგვისტომდე პირადობის მოწმობების შეცვლას ვერ შევძლებთ

საბერძნეთი: რა უნდა გავითვალისწინოთ იმ შემთხვევაში თუ 3 აგვისტომდე პირადობის მოწმობების შეცვლას ვერ შევძლებთ

2026 წლის 3 აგვისტოდან საბერძნეთში ძველი ტიპის პირადობის მოწმობები („ლურჯი პირადობები“), ევროკავშირის რეგულაციის თანახმად, აღარ ჩაითვლება მოქმედ სამგზავრო დოკუმენტად.

ევროპული რეგულაციის (EU) 2019/1157 მიხედვით, ევროკავშირის ქვეყნების ის პირადობის მოწმობები, რომლებსაც არ აქვთ ელექტრონული იდენტიფიკაციის ზონა (MRZ), 3 აგვისტოდან ვეღარ გამოიყენება საზღვრის გადაკვეთისას.

შესაბამისად საბერძნეთის მოქალაქეებს, რომლებსაც ახალი პირადობა ჯერ არ აქვთ აღებული, ევროკავშირის ქვეყნებში მოგზაურობისთვის პასპორტების გამოყენება მოუწევთ.

ახალი პირადობის მოწმობების ასაღებად მოთხოვნა ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად გაიზარდა და ბევრ მოქალაქეს უჭირს თავისუფალი დროის პოვნა ვიზიტის დასაჯავშნად პოლიციის განყოფილებებში. ვიზიტის დაჯავშნა შესაძლებელია gov.gr-ის პლატფორმის საშუალებით, რომელზე წვდომაც Taxisnet-ის კოდების გამოყენებითაა შესაძლებელი.

ახალი პირადობის მოწმობების ასაღებად მოქალაქე ვალდებულია პირადად გამოცხადდეს შესაბამის სამსახურში. საჭიროა ციფრული ფოტო (რომელიც შესაძლებელია გადაიღონ ადგილზე ან ავტორიზებულ ფოტოგრაფთან), განაცხადის შევსება და შესაბამისი მოსაკრებლების გადახდა.

ახალი დოკუმენტის გაცემის საფასური შეადგენს 10 ევროს, ხოლო მრავალშვილიანი ოჯახებისთვის — 5 ევროს. დამატებით საჭიროა 0,50 ევროს ოდენობის სახელმწიფო მოსაკრებელი. ძველი „ლურჯი“ პირადობის ჩაბარება აუცილებელია ახალი მოწმობის მისაღებად.

პასუხისმგებელი ორგანოები განმარტავენ, რომ ძველი პირადობის გაუქმება ამ ეტაპზე არ იმოქმედებს მოქალაქეების ყოველდღიურ ურთიერთობაზე სახელმწიფო უწყებებთან საბერძნეთში. თუმცა, როგორც უკვე აღვნიშნეთ, 2026 წლის 3 აგვისტოს შემდეგ ახალი პირადობის გარეშე ევროკავშირის ქვეყნებში მგზავრობა შეუძლებელი იქნება და საჭირო გახდება პასპორტის გამოყენება.

საბერძნეთის მოქალაქეთა დაცვის სამინისტრო ასევე უარყოფს გავრცელებულ ცრუ ინფორმაციას ახალი პირადობების შესახებ. უწყების განცხადებით, დოკუმენტი არ შეიცავს ადგილმდებარეობის განმსაზღვრელ ჩიპს, არ იძლევა სამედიცინო მონაცემებზე წვდომის საშუალებას და მოქალაქეთა პირადი ინფორმაციის დაცვა სრულად შეესაბამება ევროკავშირის უსაფრთხოების სტანდარტებს.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *