Latest news
საბერძნეთის სკოლებში ცურვის გაკვეთილები IV კლასის მოსწავლეებისთვისაც სავალდებულო ხდება 46 წლის ქალი, რომელსაც ბრალად Marfin-ის ბანკში ხანძრის გაჩენა ედება საბერძნეთში ბრუნდება ასპროპირღოსში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული 3 ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დრომდე კ... ათენის ეკონომიკური უნივერსიტეტი  ყოველწლიურად რეგიონებიდან ჩარიცხული 10 სტუდენტს გადასცემს სტიპენდია... მარია კარაიანნი Marfin-ის ბანკში გაჩენილი ხანძრის დეტალებს იხსენებს შვილი მომიკლეს - აცხადებს 15 წლის გოგონას მამა, რომლის სიცოცხლეც ავტოსაგზაო შემთხვევა იმსხვერპლა Marfin-ის საქმე და გამოძიება, რომელიც უკვე 16 წელია გრძელდება Marfin-ის საქმესთან დაკავშირებული ორი ბრალდებული სასამართლოში გადაიყვანეს როდოსი: 10 თვის ჩვილის გადარჩენა ვერ შეძლეს საბერძნეთი: რა უნდა გავითვალისწინოთ იმ შემთხვევაში თუ 3 აგვისტომდე პირადობის მოწმობების შეცვლას ვერ ...
შაბათი, ივლისი 11, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

ათენის ეკონომიკური უნივერსიტეტი  ყოველწლიურად რეგიონებიდან ჩარიცხული 10 სტუდენტს გადასცემს სტიპენდიას

ათენის ეკონომიკური უნივერსიტეტი  ყოველწლიურად რეგიონებიდან ჩარიცხული 10 სტუდენტს გადასცემს სტიპენდიას

ათენის ეკონომიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციული მეცნიერებისა და ტექნოლოგიების დეპარტამენტი მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში რეგიონებიდან ჩარიცხული ჯამში 50 სტუდენტისთვის სტიპენდიას გასცემს. ინიციატივა ძალაში ახალი სასწავლო წლიდან შევა.

პროგრამის ფარგლებში ყოველწლიურად 10 სტუდენტი შეირჩევა, ხოლო ხუთი წლის ბოლოს სტიპენდიატების საერთო რაოდენობა 50-ს მიაღწევს. თითოეული ბენეფიციარი ოთხწლიანი სწავლის განმავლობაში ჯამში 26 000 ევროს მიიღებს. სტიპენდია ყოველწლიურად განახლდება იმ შემთხვევაში, თუ სტუდენტი მაღალი აკადემიური მოსწრებით გამოირჩევა.

დეპარტამენტის თავმჯდომარის, იანის ნიკოლაუს განცხადებით, პროგრამის მთავარი მიზანია, ნიჭიერ ახალგაზრდებს განათლების მიღების შესაძლებლობა არ შეეზღუდოთ გეოგრაფიული, ეკონომიკური თუ სოციალური ფაქტორების გამო. მისი თქმით, რეგიონებიდან ათენში სასწავლებლად გადასვლა ბევრ ოჯახს მნიშვნელოვან ფინანსურ ტვირთად აწვება, ხოლო ეს სტიპენდია არაერთი სტუდენტისთვის უმაღლესი განათლების მიღების რეალურ შესაძლებლობას შექმნის.

პროგრამა განკუთვნილია მხოლოდ საბერძნეთის რეგიონებიდან ჩარიცხული სტუდენტებისთვის, რომლებიც უნივერსიტეტში ეროვნულ გამოცდებზე მიღებული შედეგებით მოხვდებიან. შერჩევისას გათვალისწინებული იქნება სამი ძირითადი კრიტერიუმი: მაღალი აკადემიური შედეგები, ოჯახის ფინანსური მდგომარეობა და სოციალური მოწყვლადობა, მათ შორის ერთმშობლიანი ოჯახი, მშობლის გარდაცვალება, შეზღუდული შესაძლებლობა ან მრავალშვილიანობა.

სტიპენდიების პროგრამა უნივერსიტეტსა და კომპანია „პაპასტრატოსს“ შორის გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, FutuReadyGreece-ის ინიციატივის ნაწილია. შეთანხმება ასევე ითვალისწინებს სტუდენტებისთვის ანაზღაურებად სტაჟირებებს, პროფესიული განვითარების პროგრამებს და ერთობლივ კვლევით პროექტებს.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *