Latest news
დასავლეთ საბერძნეთში წვიმა და ჭექა-ქუხილია მოსალოდნელი საბერძნეთი: ვინ იქნება პასუხისმგებელი მოსწავლეებზე სასკოლო ექსკურსიების დროს მეტროსადგურის მშენებლობის გამო ექსარხიაზე მოძრაობა 2031 წლამდე შეიზღუდება 10 ოქტომბერი ფსიქიკური ჯანმრთელობის მსოფლიო დღეა აღაპიდაკი: ბავშვებს უნდა ვასწავლოთ სოც.ქსელების ზომიერად გამოყენება  ათენი: გრავას სკოლებში 4 000 მოსწავლეს დისტანციურად ჩაუტარდება გაკვეთილები ათენის მეტროს მე-4 ხაზის მშენებლობის გასაგრძელებლად უცხოელ ექსპერტს მოიწვევენ გიორგოს მაზონაკისის გარდაცვალების საქმე: ბრალდებულების შვილი პლაზმოფერეზის პროცედურაზე საუბრობს მაზონაკისის გრადაცვალების საქმეში ერთ-ერთი ბრალდებული უარყოფს საზღვარგარეთ მილიონობით ევროს ანგარიში... დეფორმირებული ატამი პირუტყვის ყვავილზე უფრო მასშტაბური იქნება
შაბათი, ოქტომბერი 10, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

მარია კარაიანნი Marfin-ის ბანკში გაჩენილი ხანძრის დეტალებს იხსენებს

მარია კარაიანნი Marfin-ის ბანკში გაჩენილი ხანძრის დეტალებს იხსენებს

მარია კარაიანნი ერთ-ერთი იმ ბანკის თანამშრომელთაგანია, რომელიც 2010 წლის 5 მაისს Marfin-ის ბანკში გაჩენილ საბედისწერო ხანძარს გადაურჩა. მარია კარაიანნი სწორედ ის ქალია, რომელიც ხანძირს დროს აივანზე გამოვიდა და შველას ითხოვდა. მან კომეტარი გააკეთა საქმეში ბრალდებული 2 პირის დაკავებასთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ ადამიანებმა, რომლებმაც მოლოტოვის კოქტეილები ისროლეს, იცოდნენ, რომ შენობაში ხალხი იყო, რადგან თავად ეძახდნენ შენობიდან და სთხოვდნენ, რომ არ ესროლათ.

მარია კარაიანნიმ ტელემაუწყებელ MEGA-სთან საუბრისას განაცხადა: “მაცნობეს რომ გამოძიების შედეგად 3 პირის იდენტიფიცირება გახდა შესაძლებელი, რომელთაგანაც 2 უკვე დააკავეს. მაშინვე ერთიანად მომაწვა ყველა მოგონება, რაც ამ დღეს უკავშირდება. ყველა პასუხგაუცემელი კითხვა, ტკივილი და გაურკვევლობა, რომელსაც 16 წლის შემდეგაც კი ვერ შევეგუე. ხანძარმა 3 კოლეგის სიცოცხლე წაგვართვა. ვგრძნობ რომ ამ დრომდე სამართლიანობა არ აღდგენილა. ჩვენც შემთხვევით გადავრჩით. მათ ვინც მოლოტოვის კოქტეილები ისროლეს ძალიან კარგად იცოდნენ რომ შენობაში ხალხი იყო და ამას ხმამაღლა ვამბობ, რომ ყველამ გაიგოს. როცა ფანჯრები ჩაამსხვრიეს და აალებადი ნივთიერება დააქციეს მე სარდაფში ვიყავი, ჩემი კოლეგები ზედა სართულიდან ყვიროდნენ და სთხოვდნენ, რომ არ ესროლათ არაფერი, რადგან ხალხი იყო შენობაში. წარმოიდგინეთ რამდენად ტრაგიკულია ეხვეწებოდე, სთხოვდე არ დაგწვან და მაინც ცეცხლში გაახვიონ მთელი შენობა. ამას ხაზგასმით ვამბობ, რადგან წარსულში რამდენჯერმა გაიჟღერა აზრმა, რომ არ იცოდნენ იმის შესახებ, რომ ადამიანები იყვნენ შენობაში, რომ მხოლოდ მატერიალური ზიანის მიყენება ჰქონდათ განზრახული. მაგრამ ეს რეალობას არ შეესაბამება. სიმართლე ის არის, რომ ხედავდნენ და ესმოდათ ადამიანების და მაინც არ დაიხიეს უკან.”

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *