Latest news
სინას წმინდა ეკატერინეს მონასტერსა და ეგვიპტეს შორის შეთანხმება მონასტრის ბერძნულ-მართლმადიდებლურ სტ... ვანგელის ცაპასი საკალათბურთო სკანდალის საქმის მთავარი მოწმეა საბერძნეთი ზამთრის დროზე გადავიდა - საათმა 1 საათით უკან გადაიწია ათენის საგარეუბნო მატარებლისა და მეტროს 24 სადგურის განახლება იგეგმება ხუთი ბერძენი მეცნიერი ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო ბაზარზე საბერძნეთში ძუძუს კიბოს სამკურნალოდ 7 სპეციალიზებული ცენტრის შექმნა იგეგმება საბერძნეთის კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გადადგა ცნობილი Tiktok-ერი ემოციურ პოსტს აქვეყნებს Pizza Fan-ის საქმეზე ახალი ჩანაწერები ვრცელდება - საგადასახადო თაღლითობის სქემის დეტალები ფოფი ღენიმატას გარდაცვალებიდან 5 წელი გავიდა
კვირა, ოქტომბერი 25, 2026
საბერძნეთიUncategorized

მარათონა: ვარდებში დამალული 84 კგ კოკაინი

მარათონა: ვარდებში დამალული 84 კგ კოკაინი

საბერძნეთის დამოუკიდებელი საგადასახადო ორგანოს (ΑΑΔΕ) სპეციალური ჯგუფის, ΔΕΟΣ-ის მიერ ნარკოდანაშაულის გამოსავლენად ჩატარებული სპეცოპერაცია წარმატებით დასრულდა.

გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ დანაშაულებრივი ჯგუფი კოლუმბიიდან კოკაინს ვარდების ხელოვნურ ღეროებში მალავდა და საბერძნეთში შემოჰქონდა. ბოგოტადან გამოგზავნილი 80 ყუთი ვარდი ატიკის, არტემიდას რაიონში მდებარე ყვავილების მაღაზიაში მივიდა.

გაწვრთნილი ძაღლის დახმარებით, კონტროლიორებმა 80 ყუთიდან 15-ში ხელოვნურ ღეროებში დამალული კოკაინი აღმოაჩინეს. ყვავილების მაღაზიაში ოთხი ადამიანი დააკავეს, რომლებიც ნარკოტიკის მიღებასა და მარათონაში მდებარე სპეციალურ ადგილზე მის შეფუთვას გეგმავდნენ.

შემდგომი ჩხრეკისას, საბერძნეთის პოლიციის სპეცდანიშნულების ძალების დახმარებით, მარათონაში მდებარე სახლში კიდევ 2 კილოგრამი კოკაინი, ნარკოტიკების დასამზადებელი ლაბორატორია და მიწაში დამალული ცეცხლსასროლი იარაღი აღმოაჩინეს. ადგილზე დააკავეს უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელსაც მკვლელობაშიც ედება ბრალი და ასევე მისი ვაჟი.

საბოლოოდ ამოღებული კოკაინის საერთო რაოდენობამ 84 კილოგრამი შეადგინა. ასევე ჩამორთმეულია ძვირადღირებული ავტომობილი. პოლიცია კიდევ ორ პირს ეძებს: მამაკაცსა და ქალს, რომელიც ყვავილების მაღაზიის პასუხისმგებელ პირად არის მითითებული.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *