Latest news
დასავლეთ საბერძნეთში წვიმა და ჭექა-ქუხილია მოსალოდნელი საბერძნეთი: ვინ იქნება პასუხისმგებელი მოსწავლეებზე სასკოლო ექსკურსიების დროს მეტროსადგურის მშენებლობის გამო ექსარხიაზე მოძრაობა 2031 წლამდე შეიზღუდება 10 ოქტომბერი ფსიქიკური ჯანმრთელობის მსოფლიო დღეა აღაპიდაკი: ბავშვებს უნდა ვასწავლოთ სოც.ქსელების ზომიერად გამოყენება  ათენი: გრავას სკოლებში 4 000 მოსწავლეს დისტანციურად ჩაუტარდება გაკვეთილები ათენის მეტროს მე-4 ხაზის მშენებლობის გასაგრძელებლად უცხოელ ექსპერტს მოიწვევენ გიორგოს მაზონაკისის გარდაცვალების საქმე: ბრალდებულების შვილი პლაზმოფერეზის პროცედურაზე საუბრობს მაზონაკისის გრადაცვალების საქმეში ერთ-ერთი ბრალდებული უარყოფს საზღვარგარეთ მილიონობით ევროს ანგარიში... დეფორმირებული ატამი პირუტყვის ყვავილზე უფრო მასშტაბური იქნება
შაბათი, ოქტომბერი 10, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

აღაპიდაკი: ბავშვებს უნდა ვასწავლოთ სოც.ქსელების ზომიერად გამოყენება 

აღაპიდაკი: ბავშვებს უნდა ვასწავლოთ სოც.ქსელების ზომიერად გამოყენება 

ფსიქიკური ჯანმრთელობის პრევენცია, ახალგაზრდებისა და ოჯახების მხარდაჭერა და ფსიქოლოგიურ დახმარებაზე უფასო ხელმისაწვდომობა საბერძნეთის ჯანდაცვის სამინისტროს პრიორიტეტებია, – აცხადებს საბერძნეთის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ირინი აღაპიდაკი ფსიქიკური ჯანმრთელობის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, რომელიც 10 ოქტომბერს აღინიშნება.

მისი თქმით, ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვა ადრეული ასაკიდან უნდა დაიწყოს ოჯახში, სკოლასა და პირველადი ჯანდაცვის სისტემაში. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ბავშვებს, მოზარდებსა და მათ მშობლებს.

საბერძნეთში ქვეყნის მასშტაბით ხორციელდება მშობლების მხარდაჭერის პროგრამა Triple P, რომელშიც უკვე 6 513 მშობელმა და ბავშვზე მზრუნველმა პირმა მიიღო მონაწილეობა. ამასთან, შეიქმნა პირველი სპეციალიზებული სათემო ცენტრი 17-დან 24 წლამდე ახალგაზრდების ფსიქიკური ჯანმრთელობის მხარდასაჭერად, სადაც ხელმისაწვდომია უფასო პრევენციული და სამკურნალო მომსახურება, მათ შორის დისტანციური ფსიქიატრიული კონსულტაციები.

აღაპიდაკი განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს სოციალური ქსელების გავლენაზე ახალგაზრდების ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე. მისი განცხადებით, კვლევების თანახმად, ახალგაზრდების ოთხიდან სამი ე.წ. doomscrolling-ით არის დაკავებული. ისინი ხანგრძლივად ათვალიერებენ ნეგატიურ ან შემაშფოთებელ ინფორმაციას ინტერნეტში, რაც უარყოფითად აისახება მათ განწყობაზე, ძილსა და კონცენტრაციაზე.

„ტექნოლოგია მტერი არ არის, თუმცა ბავშვებსა და მშობლებს უნდა ვასწავლოთ საზღვრების დაწესება და ერთმანეთთან შინაარსიანი კომუნიკაცია“, – აღნიშნავს მინისტრის მოადგილე.

ფსიქოლოგიურ დახმარებაზე ხელმისაწვდომობის გასაზრდელად საბერძნეთში მოქმედებს ცხელი ხაზი 10306, რომელიც მოქალაქეებს დაუყოვნებლივ ფსიქოსოციალურ მხარდაჭერას სთავაზობს. ასევე, ჯანდაცვის მობილური ჯგუფები დახმარებას აწვდიან დაშორებულ და იზოლირებულ დასახლებებში მცხოვრებ ადამიანებს, რათა ფსიქიკური ჯანმრთელობის მომსახურება ყველასთვის ხელმისაწვდომი იყოს.

მინისტრის მოადგილის თქმით, მნიშვნელოვანია, ადამიანებმა დახმარების მისაღებად კრიზისულ მდგომარეობამდე მისვლა არ დაუშვან. მშობლებს კი მოუწოდებს, არ მოერიდონ შვილებთან რთულ საკითხებზე საუბარს, მოუსმინონ მათ და საჭიროების შემთხვევაში პროფესიონალებს მიმართონ. „ფსიქიკური ჯანმრთელობა ფუფუნება არ არის. ჩვენი მიზანია, არავის მოუწიოს იმ ზღვრამდე მისვლა, რომ თქვას:  „აღარ შემიძლია“, რათა დახმარება მიიღოს. მხარდაჭერის მიღება ადამიანმა უფრო ადრე, უფასოდ, მის სიახლოვეს და სტიგმის გარეშე უნდა შეძლოს“, – ხაზს უსვამს ირინი აგაპიდაკი.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *