ათენის აეროპორტში 3365 ავტომობილზე გათვლილი 7 სართულიანი პარკინგი შენდება
ათენის აეროპორტში 3365 ავტომობილზე გათვლილი 7 სართულიანი პარკინგი შენდება
ათენის საერთაშორისო აეროპორტში შვიდსართულიანი, 3 365 ავტომობილზე გათვლილი დახურული პარკინგის მშენებლობა მიმდინარეობს. ახალი ნაგებობის საერთო ფართობი 98 600 კვადრატული მეტრი იქნება, ხოლო პროექტის ღირებულება 88 მილიონ ევროს შეადგენს, დღგ-ს გარეშე.
პარკინგი მოემსახურება როგორც მოკლე და გრძელვადიან პარკირებას, ისე ავტომობილების გაქირავების კომპანიებს. პროექტის დასრულება 2027 წლის ბოლოსთვის არის დაგეგმილი.
მანამდე მძღოლებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ ძველი P1 პარკინგი დახურულია. მოკლევადიანი პარკირებისთვის გამოყოფილია ახალი სივრცე გრძელვადიანი პარკინგის ტერიტორიაზე, აეროპორტის მთავარ ტერმინალამდე ფეხით დაახლოებით ხუთი წუთის სავალზე. ახალ Short Term 1 ზონაში უფასო პარკირება 30 წუთის განმავლობაშია შესაძლებელი, ხოლო ერთ საათამდე გაჩერება 6 ევრო ღირს.
