Latest news
დემოგრაფიული კრიზისი ევროსის რეგიონში სალონიკი: პოლიციელის ემოციური განცხადება, რომელმაც მიტოვებული ბავშვები გადაარჩინა დეკემბრიდან MyHealth აპლიკაციაში ციფრული ასისტენტი ამოქმედდება 25 ნოემბერი: რა განრიგით იმოძრავებს საზოგადოებრივი ტრანსპორტი საბერძნეთში 2026 წლის საშობაო სუფრისთვის საჭირო პროდუქტების ფასმა 18%-ით მოიმატა როგორ იმუშავებენ სკოლები საყოველთაო გაფიცვის ფარგლებში მძღოლები ავტომანქანების გარბენის დამალვას ვეღარ შეძლებენ პატრა ევროპის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეპიცენტრში მოექცა სალონიკი: პოლიციამ ბინაში ჩაკეტილი 2 მცირეწლოვანი ბავშვი ანტისანიტარიულ მდგომარეობაში იპოვეს საბერძნეთის პოლიცია 28 მილიონიანი საგადასახადო თაღლითობის საქმეს იძიებს
ოთხშაბათი, ნოემბერი 25, 2026
საბერძნეთიUncategorized

დემოგრაფიული კრიზისი ევროსის რეგიონში

დემოგრაფიული კრიზისი ევროსის რეგიონში

საბერძნეთში, კერძოდ თრაკის რეგიონში დემოგრაფიული კრიზისი სულ უფროდაუფრო მწვავე პრობლემად იქცა. მოსახლეობის შემცირება უკვე ნათლად აისახება ყოველდღიურ ცხოვრებაზე: ცარიელ სახლებსა და დაცარიელებულ სოფლებზე, დახურულ სკოლებსა და იმ თემებზე, რომლებიც წლიდან წლამდე მაცხოვრებლებს კარგავენ.

განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა ევროსის რეგიონში, სადაც ახალგაზრდები უკეთესი სამუშაო პირობების, საცხოვრებლისა და ცხოვრების პერსპექტივების საძიებლად სხვა ქალაქებსა და რეგიონებში გადადიან. შედეგად, მცირდება არა მხოლოდ მოსახლეობის საერთო რაოდენობა, არამედ იმ ადამიანების რიცხვიც, რომლებსაც ოჯახის შექმნა და შვილების ყოლა შეუძლიათ.

2011-2021 წლების აღწერის მონაცემებით, აღმოსავლეთ მაკედონიისა და თრაკის რეგიონში მოსახლეობა 608 182-დან 562 201 ადამიანამდე შემცირდა. ეს დაახლოებით 46 000 ადამიანის, ანუ 7,6%-ის დანაკარგს წარმოადგენს.

შემცირება განსაკუთრებით შესამჩნევია შემდეგ რეგიონებში:

  • ქსანთის რეგიონული ერთეული – მოსახლეობა 3,3%-ით შემცირდა;
  • როდოპის რეგიონული ერთეული – 9,1%-ით;
  • ევროსის რეგიონული ერთეული – 8,9%-ით.

ყველაზე მძიმე ვითარება დიდიმოტიხოს მუნიციპალიტეტშია, სადაც მოსახლეობა 19 493-დან 16 060 ადამიანამდე შემცირდა, რაც 17,6%-იან კლებას ნიშნავს.

განსაკუთრებით საგანგაშოა ჩრდილოეთ ევროსის სამი მუნიციპალიტეტის ორესტიადას, დიდიმოტიხოსა და სუფლის მდგომარეობა. მათი მოსახლეობა ბოლო ათწლეულის განმავლობაში თითქმის 20%-ით შემცირდა.

ამასთან, მნიშვნელოვნად გაიზარდა ხანდაზმული მოსახლეობის წილი. 70 და 80 წელს გადაცილებულ ადამიანთა რაოდენობა დაახლოებით 35%-ით გაიზარდა მამაკაცებში, ხოლო 40%-ით ქალებში.

დიდიმოტიხოს მერის, რომილოს ხაძიანოღლუს განცხადებით, რამდენიმე ათეული წლის წინ თითქმის ყველა სოფელს საკუთარი დაწყებითი სკოლა ჰქონდა. დღეს მათი უმრავლესობა დახურულია, ხოლო ზოგიერთ დასახლებაში საშუალო განათლების სკოლები აღარ ფუნქციონირებს.

მერის შეფასებით, პრობლემა მხოლოდ დაბალ შობადობაში არ მდგომარეობს. რეგიონს აკლია ახალგაზრდა მოსახლეობა, რადგან ახალგაზრდები სამუშაოსა და უკეთესი ცხოვრების პირობების საძიებლად სხვაგან მიდიან.

როგორც ის აღნიშნავს, ახალგაზრდებს ოჯახის შექმნის სურვილი კი არ აკლიათ, არამედ მათ ხშირად არ აქვთ შესაძლებლობა, საკუთარ რეგიონში იპოვონ სტაბილური სამსახური, შეიძინონ ან იქირაონ საცხოვრებელი და უზრუნველყონ შვილების სათანადო აღზრდა.

მისი თქმით, ევროსის რომელიმე სოფლის დაცარიელება მთელი ქვეყნისთვის დანაკარგია, რადგან სასაზღვრო რეგიონებში მოსახლეობის ყოფნას არა მხოლოდ ადგილობრივი, არამედ ეროვნული და სტრატეგიული მნიშვნელობაც აქვს.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *