Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
პარასკევი, ოქტომბერი 2, 2026
მსოფლიოსაზოგადოება

ბრიტანეთის დედაქალაქი მეფის კორონაციისათვის ემზადება

ბრიტანეთი ახალი მეფის კორონაციის საზეიმო ცერემონიის მოლოდინში.

ამ ისტორიულ მოვლენამდე  თვეზე ნაკლები დრო რჩება.

6მაისს, დილით, ვესტმინსტერის სააბატოში, საეკლესიო წირვის დროს, ბრიტანეთის ახალ მონარქს მეუღლესთან, კამილასთან ერთად ოფიციალურად აკურთხებენ მეფედ.

კორონაციის დღეს ორი საზეიმო მსვლელობა გაიმართება ლონდონის ქუჩებში, ერთი მეფის კორონაციამდე, ხოლო მეორე, შედარებით მრავალრიცხოვანი აღლუმი  კორონაციის შემდეგ ბუკინგემის სასახლეში, სადაც მონარქი და სამეფო ოჯახის წევრები აივანზე გამოვლენ და  მიესალმებიან  საზოგადოებას.

საზეიმო ცერემონიის შესახებ გამოქვეყნებულ დეტალებში აღნიშნულია, რომ მეფის და მისი მეუღლის ტრადიული, კარეტით გასეირნება უფრო მოკლე და მოკრძალებული  იქნება, ვიდრე გარდაცვლილი დედოფალ ელისაბედის, 1953 წელს, საკუთარი კორონაციის დროს, როგორც ერთგვარი მოკრძალების და პატივისცემის გამოხატულება დედოფლის ხსოვნის მიმართ.

მეფე ჩარლზმა ამ მსვლელობისთვის სამეფო კოლექციის ერთ- ერთი უახლესი  კარეტა შეარჩია, რომელიც დამზადდა ავსტრალიაში და გადაეცა დედოფალ ელისაბედ მეორეს  2014 წელს.

მსვლელობა დაიწყება ბუკინგემის სასახლიდან, გაემართება ქალაქის ცენტრისაკენ საპატიო ესკორტის თანხლებით და დასრულდება ვესტმინსტერის სააბატოში, სადაც მსახურება დაიწყება დილის 11:00 საათზე ადგილობრივი დროით.

ღვთისმსახურების დასრულებას მოჰყვება კორონაციის პროცესი.

ჩარლზის მეფედ კურთხევა მოხდება მე-17 საუკუნის წმინდა ედუარდის გვირგვინით, რომელიც დამზადებულია 2,2 კილოგრამი სუფთა ოქროსგან და შემკულია უამრავი ძვირფასი ქვით.

მეფედ კურთხევის საზეიმო ცერემონიას 850- ზე მეტი მიწვეული სტუმარი დაესწრება. სტუმრების სიაში შედიან ბრიტანეთის იმპერიის ჩინოსანთა სრული შემადგენლობა, ასევე პირადად ჩარლზის და კამილას მიერ მიწვეული პირები სხვადასხვა საქველმოქმედო ორგანიზაციებიდან, რომლებსაც ექნებათ უშუალოდ ცერემონიაზე დასასწრები სპეციალური საშვები.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *