კორფუ: ცხოველთა თავშესაფარში ცხოველების მიტოვების ფაქტები-ისინი ძაღლებს დიდი სიმაღლიდან ტომრებივით ისვრიან
უკვე რამდენიმე თვეა, რაც კუნძულ კორფუზე, ნეოხორში მდებარე ცხოველთა თავშესაფართან უცნობი ქალი და მამაკაცები სისტემატიურად ტოვებენ არასასურველ ძაღლებს.
ამ ადამიანებს, რომლებმაც ბოლო სამი თვის განმავლობაში სპეციალურად 23 არასასურველი ცხოველი მიატოვეს ცხოველთა თავშესაფარში, ცხოველთა დაცვის სამსახურის წარმომადგენლები ეძებენ, რადგან შესაძლოა, რომ ისინი სხვა ადამიანების შინაურ ცხოველებს ტოვებდნენ.
ცხოველთა თავშესაფრის უსაფრთხოების კამერის ვიდეოებში, რომელიც გასაჯაროვდა, ჩანს კაპიუშონიანი ქალი და მამაკაცები, რომლებიც ძაღლებს ტომრებივით აგდებენ დიდი სიმაღლიდან თავშესაფრის ტერიტორიაზე და არ აინტერესებთ ისინი დაზიანდებიან თუ არა მიწაზე დაცემის გამო.
გავრცელებულ ფოტოებსა და ვიდეოებში ჩანს მათი განლაგება, ხოლო ერთ კადრში კარგად ჩანს მამაკაცის ნაკვთები, რომელსაც აქვს წვერი და უკეთია სათვალე.
ვიდეო:
