Latest news
9 მარტს დაკითხავენ ყოფილ მეან-გინეკოლოგს, რომლის სახლიდანაც ბავშვთა პორნოგრაფიის შემცველი ვიდეომასალ... 7 მარტს საბერძნეთში კიდევ 538 ბერძენი დაბრუნდა ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებიდან მარიას და მართას ისტორია: ქალები, რომლებიც ბერძნულ პორტებში გაბატონებულ სტერეოტიპებს ამსხვრევენ ნახევარმარათონის უჩვეულო და გამორჩეული მონაწილეები მარინაკუ ნახევარმარათონის გამარჯვებული უკვე მესამედ გახდა საგზაო პოლიციამ ალკოტესტი მძღოლის ნაცვლად მგზავრს ჩაუტარა პტოლემაიდა: 49 წლის კაცს ძმამ დანით ჭრილობები მიაყენა 8 მარტს ქალთა საერთაშორისო დღე აღინიშნება პენსიონერი ექიმის სახლიდან ბავშვთა პორნოგრაფიის ჩანაწერები ამოიღეს სალონიკი: ChatGPT-ის ლოგოთი დამზადებული სააღდგომო სანთლის შესაძენად რიგებია
ორშაბათი, მარტი 9, 2026
საბერძნეთიდღესასწაულები

ბზობის ბრწყინვალე დღესასწაული

ბზობის ბრწყინვალე დღესასწაული

ლაზარეს შაბათის მომდევნო კვირა დღე არის ბზობის კვირა. ეს დღე დიდი მარხვის ბოლო კვირაა და ამავდროულად წმინდა კვირის, აღდგომის კვირის დასაწყისი.

ბზობის დღესასწაული IV საუკუნეში შემოვიდა. ამ დღეს სახარების მიხედვით იესო იერუსალიმში შევიდა პასექის დღესასწაულზე დასასწრებად. იესოს მოსახლეობა ზეიმით შეეგება, ზოგი მის სახედარს ფეხქვეშ თავის სამოსს უგებდა, ზოგი კი პალმის ტოტებს.

ბზობის რიტუალი სიმბოლურად იმეორებს სახარების ამ მოთხრობის ზოგიერთ დეტალს. მღვდელმსახურნი მლოცველთა მიერ მიტანილ ტოტებს აკურთხებენ, გალობენ „ოსანას“ და სხვა. ბევრ ქვეყანაში პალმის მაგივრობას ბზა ასრულებს და აქედან მოდის ამ დღესასწაულის სახელწოდება ბზობაც. 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *