ვისთვის არის 17 ნოემბერი დასვენების დღე – ცვლილებები საგზაო მოძრაობის წესებში
ვისთვის არის 17 ნოემბერი დასვენების დღე – ცვლილებები საგზაო მოძრაობის წესებში
2025 წლის 17 ნოემბერს სრულიად საბერძნეთის მასშტაბით არსებულ სკოლებში გაკვეთილების ნაცვლად ჩატარდება ამ დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები.
პრეზიდენტის 79/2017 განკარგულების თანახმად მოსწავლეები შეძლებენ სკოლის ტერიტორიის დატოვებას ღონისძიებების დასრულებისთანავე, ხოლო მასწავლებლებს შეეძლებათ დარჩნენ ადმინისტრაციული მოვალეობების შესასრულებლად.
პოლიტექნიკური უნივერსიტეტის აჯანყების 52-ე წლისთავი, რომელიც სიმბოლოა დიქტატურის წინააღმდეგ ეროვნული ბრძოლისა, დასვენების დღედ ითვლება უნივერსიტეტებისა და სრულიად უმაღლესი სასწავლებლებისთვის, სტუდენტთა და მოსწავლეთა გადამზადებისა და უცხო ენათა შემსწავლელი ცენტრებისთვის.
რაც შეეხებათ საჯარო თუ კერძო სექტორში დასაქმებულებს მათთვის ეს დღე რიგით სამუშაო დღედ ითვლება.
აღნიშნულ დღესთან დაკავშრებით შაბათიდან, 15 ნოემბრიდან სამშაბათის, 18 ნოემბერის ჩათვლით დედაქალაქის ცენტრში აიკრძალება მანქანების გაჩერება. კერძოდ შაბათს, 15 ნოემბერს დილის 06:00 საათიდან სამშაბათს, 18 ნოემბრის დილის 06:00 საათამდე.
გატარდება კონკრეტული რეგულაციები საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილებასთან დაკავშირებითაც.
