Latest news
საბერძნეთში 2026 წლის საშობაო სუფრისთვის საჭირო პროდუქტების ფასმა 18%-ით მოიმატა როგორ იმუშავებენ სკოლები საყოველთაო გაფიცვის ფარგლებში მძღოლები ავტომანქანების გარბენის დამალვას ვეღარ შეძლებენ პატრა ევროპის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეპიცენტრში მოექცა საბერძნეთის პოლიცია 28 მილიონიანი საგადასახადო თაღლითობის საქმეს იძიებს ბულინგის მსხვერპლი 14 წლის მოზარდი თანაკლასელებზე შურისძიების მიზნით იარაღის შეძენის ფაქტზე დააკავეს ნევროკოპი: საბერძნეთის ყველაზე ცივი რეგიონი, სადაც აგვისტოშიც კი ტემპერატურა 8,8 გრადუსს არ სცდება საბერძნეთი: 25 ნოემბერს საყოველთაო გაფიცვა გამოცხადდა საგზაო მოძრაობის კოდექსი: სიახლეები ჯარიმების, მართვის მოწმობის ჩამორთმევისა და ახალბედა მძღოლებისთვ... სალონიკი შობისთვის ემზადება: შუშის ჭაღები, 56 ხის სახლი და გრანდიოზული კონცერტები
ორშაბათი, ნოემბერი 23, 2026
საბერძნეთიUncategorized

იმეილი, რომელმაც სამართალდამცავი ორგანოების ყურადღება მიაპყრო არასამთავრობო ორგანიზაციისკენ

იმეილი, რომელმაც სამართალდამცავი ორგანოების ყურადღება მიაპყრო არასამთავრობო ორგანიზაციისკენ

საბერძნეთში არასამთავრობო ორგანიზაცია „Παιδική Χαρά“ და მისი დამფუძნებლის, კონსტანტინოს ფირინიდისის საქმიანობის გამოძიება ორი ანონიმური ელექტრონული წერილის საფუძველზე დაიწყო. ორგანიზაციას ბრალად ედება მძიმე დაავადებების მქონე ბავშვებისთვის შემოწირულობებისა და საქველმოქმედო კამპანიებით შეგროვებული თანხების მითვისება.

გამოძიების მასალების თანახმად, სამართალდამცავებმა ორი იდენტური შეტყობინება 2024 წლის 19 ივლისსა და 2025 წლის 13 იანვარს მიიღეს. წერილებში ეჭვი იყო გამოთქმული ორგანიზაციის ფინანსურ გამჭვირვალობაზე, ხელმძღვანელობის შესახებ ინფორმაციის ნაკლებობასა და მის ვებგვერდზე მითითებული ერთ-ერთი წევრის, „ჯესიკა ბრაუნის“, ვინაობის ნამდვილობაზე.

შეტყობინებების საფუძველზე საქმით საბერძნეთის FBI დაინტერესდა და ორგანიზაციის ფინანსური საქმიანობის შესწავლა დაიწყო.

ორივე წერილს ერთი და იგივე სათაური ჰქონდა: „ΜΚΟ – Παιδική Χαρά: Διαφάνεια και Νομιμότητα“ (არასამთავრობო ორგანიზაცია „ბავშვთა სიხარული“ – გამჭვირვალობა და კანონიერება).

წერილებში რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი იყო წამოჭრილი:

1. ორგანიზაციის ფინანსური გაუმჭვირვალობა. ავტორი ეჭვქვეშ აყენებდა იმას, თუ რამდენად გამჭვირვალედ მუშაობდა ორგანიზაცია და როგორ იხარჯებოდა შემოწირულობებით მიღებული თანხები.

2. ინფორმაციის ნაკლებობა ორგანიზაციის შესახებ. ორგანიზაციის ვებგვერდზე, საჩივრის თანახმად, არასაკმარისი ინფორმაცია იყო წარმოდგენილი თავად ორგანიზაციის, მისი ხელმძღვანელობისა და ადმინისტრაციის შესახებ.

3. საეჭვო პროფილი „Jessica Brown“. წერილში განსაკუთრებული ყურადღება გამახვილებული იყო ორგანიზაციის ერთ-ერთ წევრზე, რომელიც ვებგვერდზე ამ სახელით იყო წარმოდგენილი. შეტყობინების ავტორი ამტკიცებდა, რომ აღნიშნული პროფილი ავთენტური არ იყო.

4. შემოწირულობების რეალური დანიშნულება. წერილებში გამოთქმული იყო ეჭვი, რომ ორგანიზაციის ოფიციალური მიზანი კერძოდ მძიმე დაავადებების მქონე ბავშვებისთვის ფინანსური დახმარების შეგროვება, შესაძლოა მის რეალურ საქმიანობას არ შეესაბამებოდა.

5. შესაძლო თაღლითური საქმიანობა. ავტორი სამართალდამცავებს მოუწოდებდა, შეემოწმებინათ, ხომ არ მონაწილეობდნენ ორგანიზაცია ან მასთან დაკავშირებული პირები თაღლითურ საქმიანობაში და რამდენად დასაბუთებულად და გამჭვირვალედ იხარჯებოდა შეგროვებული თანხები.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *