Latest news
დღეიდან ათენის მოსახლეობა მობილურ ტელეფონებში სამგზავრო ბარათების მიმაგრებას შეძლებს პირეაზე მდებარე ერთ-ერთ ბარში თანამშრომლებმა ალკოჰოლური ნივთიერება 10 არასრულწლოვანს მიყიდეს გეგმიური სამუშაოების გამო მეტროს წითელი ხაზის 3 სადგური დროზე ადრე შეწყვეტს მუშაობას ხალკიდიკი: პოლიციის თანამშრომლები ქრთამის აღებისთვის დააკავეს ფერმერების ბლოკადა გრძელდება - რას ითხოვენ აქციის მონაწილეები კალამატაში შენობაზე გრაფიტით შესრულებული მარია კალასის პორტრეტი მსოფლიოში საუკეთესო <<ფრესკად>> დასა... 16 დეკემბერი: ვინ გაიფიცება ხვალ და იმოძრავებს თუ არა საზოგადოებრივი ტრანსპორტი  ვინ არის ბერძენი ესკოპარი, რომელიც ნარკოტიკებით სავსე გემის ფლობისთვის დააკავეს ავტოსაგზაო შემთხვევამ მოტოციკლეტისტის სიცოცხლე იმსხვერპლა ავტომანქანას სტეფანოსი კი არა მამამისი მართავდა - აცხადებს ციციპასის ადვოკატი
სამშაბათი, დეკემბერი 16, 2025
საბერძნეთისაზოგადოება

კერძო უნივერსიტეტებში იურიდიული ფაკულტეტების არსებობა კითხვის ნიშნის ქვეშ რჩება

კერძო უნივერსიტეტებში იურიდიული ფაკულტეტების არსებობა კითხვის ნიშნის ქვეშ რჩება

საბერძნეთის უმაღლესი განათლების ეროვნული დეპარტამენტის პრეზიდენტი, პროფესორი პერიკლის მიტკასის განცხადების თანახმად არასახელმწიფო უნივერსიტეტების იურიდიული სკოლების სასწავლო პროგრამების სერტიფიცირების პროცესი არაუგვიანეს ოქტომბრის ბოლომდე უნდა დასრულდეს.

ამ დრომდე აკრედიტაცია 16-მა საბაკალავრო პროგრამამ გაიარა, რომელთაგანაც 7 ამერიკული კერძო უნივერსიტეტის არის, 4 York-ის ინსტიტუტის, 3 UNIC Athens-ის ხოლო 2 კი Keele-ს უნივერსიტეტის.

ამასობაში, ბოლოდროინდელმა პუბლიკაციებმა საჯარო დავა გამოიწვია არასახელმწიფო უნივერსიტეტებში დაარსებულ სამ იურიდიულ სკოლაში სასწავლო პროგრამების აკრედიტაციის პროცესების მიმდინარეობასთან დაკავშირებით. 

ახალი იურიდიული სკოლების დაარსების „შეწყვეტასთან“ დაკავშირებით იდეა ათენის უნივერსიტეტის იურიდიული სკოლის პროფესორის, პანაიოტის ლასკარატოსის პოსტის შედეგად წარმოიშვა: “რამდენადაც ვიცი, პრობლემები სამივე კატეგორიაში სხვადასხვა სიმძიმით დაფიქსირდა თითოეულ უნივერსიტეტში.” 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *