Latest news
გაფრთხილება მძღოლებს, რომლებსაც მაღალი სიჩქარე იტაცებთ როგორ შეიძლება მატარებლის დამოხრუჭება ელ.ენერგიად გარდაიქმნას ატიკის რეგიონი დასავლეთ ნილოსის ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის ზომებს იღებს 21 აგვისტო პროგრამაზე "ტურიზმი ყველასთვის" განცხადებების მიღების ბოლო დღეა  საბერძნეთისა და კვიპროსის შეთანხმების გეოპოლიტიკური მნიშვნელობა და თურქეთის პოზიცია პროექტის მიმართ საბერძნეთის "მწვანე პოლიტიკა" ჰაერის დაბინძურების შესამცირებლად პატარა კუნძულებიდან დაიწყება საბერძნეთს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში 21 ობიექტი აქვს  როდემდე შეძლებენ საბერძნეთის მოქალაქეები დასაქმების პროგრამაზე რეგისტრაციას დასავლეთ ნილოსის ვირუსი: სიმპტომები - მსუბუქი ფორმიდან ენცეფალიტამდე ბურდუმის: ძალიან ცუდი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ფილმის სანახავად არ მოვიდა
ორშაბათი, აგვისტო 24, 2026
საბერძნეთიმსოფლიო

ოლიმპოს მთა იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შევიდა

ოლიმპოს მთა იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შევიდა

საბერძნეთის უმაღლესი მწვერვალი, ოლიმპოს მთა, იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში ერთხმად შეიტანეს, როგორც განსაკუთრებული ბუნებრივი და კულტურული ღირებულების ძეგლი. გადაწყვეტილება იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის 48-ე სესიაზე, სამხრეთ კორეის ქალაქ ბუსანში მიიღეს.

ოლიმპოსი, რომლის სიმაღლე 2 918 მეტრია, ძველი ბერძნული მითოლოგიის მიხედვით, თორმეტი ოლიმპიელი ღმერთის, მათ შორის ზევსის, საცხოვრებელ ადგილად ითვლება. იუნესკომ აღნიშნა, რომ მთა უნიკალურ ბუნებრივ გარემოს, მდიდარ ბიომრავალფეროვნებასა და მსოფლიო კულტურისთვის განსაკუთრებულ ისტორიულ მნიშვნელობას აერთიანებს.

საბერძნეთის კულტურის მინისტრმა ლინა მენდონიმ განაცხადა, რომ ეს აღიარება ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი წარმატებაა და კიდევ ერთხელ ადასტურებს საბერძნეთის ძალისხმევას კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობის დაცვის მიმართულებით.

ოლიმპოსის მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეტანა საბერძნეთისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობის მოვლენაა. საბერძნეთს ამჟამად იუნესკოს სიაში 21 ობიექტი აქვს, მათგან კი ოლიმპოსი, მეტეორასთან და ათონის მთასთან ერთად ერთ-ერთია იმ იშვიათ ძეგლებს შორის, რომელსაც ერთდროულად ბუნებრივი და კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი მიენიჭა.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *