Latest news
საბერძნეთში 2026 წლის საშობაო სუფრისთვის საჭირო პროდუქტების ფასმა 18%-ით მოიმატა როგორ იმუშავებენ სკოლები საყოველთაო გაფიცვის ფარგლებში მძღოლები ავტომანქანების გარბენის დამალვას ვეღარ შეძლებენ პატრა ევროპის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეპიცენტრში მოექცა საბერძნეთის პოლიცია 28 მილიონიანი საგადასახადო თაღლითობის საქმეს იძიებს ბულინგის მსხვერპლი 14 წლის მოზარდი თანაკლასელებზე შურისძიების მიზნით იარაღის შეძენის ფაქტზე დააკავეს ნევროკოპი: საბერძნეთის ყველაზე ცივი რეგიონი, სადაც აგვისტოშიც კი ტემპერატურა 8,8 გრადუსს არ სცდება საბერძნეთი: 25 ნოემბერს საყოველთაო გაფიცვა გამოცხადდა საგზაო მოძრაობის კოდექსი: სიახლეები ჯარიმების, მართვის მოწმობის ჩამორთმევისა და ახალბედა მძღოლებისთვ... სალონიკი შობისთვის ემზადება: შუშის ჭაღები, 56 ხის სახლი და გრანდიოზული კონცერტები
სამშაბათი, ნოემბერი 24, 2026
საბერძნეთიUncategorized

პიერია: თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა

პიერია: თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა

პიერიაში, კონდარიოტისას დასახლებასთან კვირას, 18 ოქტომბერს, ერთძრავიანი მსუბუქი თვითმფრინავი ჩამოვარდა, რის შედეგადაც ბორტზე მყოფი ორი ადამიანი დაიღუპა.

საბერძნეთის სახანძრო სამსახურის ინფორმაციით, შემთხვევის შესახებ შეტყობინება დაახლოებით 13:50 საათზე შევიდა. თვითმფრინავი მდინარის მშრალ კალაპოტში, პიერიის აეროკლუბის ასაფრენ-დასაფრენ ზოლთან ახლოს აღმოაჩინეს.

ბორტზე მყოფი 55-დან 60 წლამდე ასაკის ორი მამაკაცი მაშველებმა უგონო მდგომარეობაში იპოვეს. ისინი უსაფრთხო ადგილას გადაიყვანეს, საიდანაც სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა კატერინის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმებმა ორივე მგზავრის გარდაცვალება დაადასტურეს.

შემთხვევის ადგილზე 8 მეხანძრე და 4 სახანძრო მანქანა მუშაობდა. თვითმფრინავის ჩამოვარდნას ხანძარი არ მოჰყოლია.

ამ დროისთვის ავიაკატასტროფის გამომწვევი მიზეზები უცნობია. შემთხვევის გარემოებების დასადგენად შესაბამისი პროცედურები მიმდინარეობს.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *