Latest news
ზეფირი: ხანძრის შედეგად გარდაცვლილი 2 მეხანძრის საქმესთან დაკავშირებით პროკურორი 34 წლის ქალსა და მი... ათენის პოლიტექნიკური უნივერსიტეტი აჯანყების 53-ე წლისთავთან დაკავშირებით უნივერსიტეტის ჭიშკარი გაიხს... მიგრანტთა დაბრუნების ცენტრები: ორშაბათს გამოცხადდება ევროკავშირის პირველი არაწევრი ქვეყანა, რომელიც ... „ბავშვის მდგომარეობის დამძიმების მიზეზი მისი მეტაბოლიზმი გახდა“ - აცხადებენ პატიმრობაში მყოფი 4 თვის... დაღუპულ მეხანძრეებს კოლეგებმა წუთიერი დუმილითა და თეთრი ყვავილებით მიაგეს პატივი პოლიტექნიკური უნივერსიტეტი: რატომ მიიღეს უნივერსიტეტის შენობის დაკეტვის გადაწყვეტილება სამშენებლო კოეფიციენტის გაზრდის გეგმას მუნიციპალიტეტების მერები აპროტესტებენ პოლიცია პოლიტექნიკური უნივერსიტეტის აჯანყების წლისთავისთვის გაძლიერებულ მზადყოფნაშია საბერძნეთის სურსათისა და მედიკამენტების ეროვნული ორგანიზაციის თანამშრომელი: „აღმოჩენილი პრეპარატები ... პატრა: ოთხი თვის ჩვილის მშობლებს განზრახ მკვლელობის მცდელობაში ედებათ ბრალი
კვირა, ნოემბერი 15, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

რამდენად უსაფრთხოა ალცჰაიმერის პროგრესირების პრევენციისთვის განკუთვნილი პრეპარატი

რამდენად უსაფრთხოა ალცჰაიმერის პროგრესირების პრევენციისთვის განკუთვნილი პრეპარატი

ალცჰაიმერის დაავადების პროგრესირების შემანელებელი ახალი მკურნალობის მეთოდი საბერძნეთშიც დაინერგა. ბოლო ერთი წლის განმავლობაში პრეპარატ donanemab-ით დაახლოებით 35 პაციენტი მკურნალობდა ქვეყნის სპეციალიზებულ კლინიკებში.

თერაპია განკუთვნილია ალცჰაიმერის დაავადების ადრეულ სტადიაზე მყოფი პაციენტებისთვის. კლინიკური კვლევების მიხედვით, მას შეუძლია კოგნიტიური და ფუნქციური გაუარესების დაახლოებით 35%-ით შენელება. თუმცა, ეს არ არის დაავადების სრულად განკურნების საშუალება.

მკურნალობა ამჟამად ტარდება რამდენიმე საავადმყოფოში, მათ შორის „ატიკონ“, „ევანგელიზმოს“ და „ღენიმატას“, ასევე პატრასა და ლარისას საუნივერსიტეტო საავადმყოფოებში და კერძო კლინიკა „იღიაში“. პაციენტებმა მკურნალობის შესაძლებლობის შესაფასებლად სპეციალიზებულ მეხსიერების კლინიკას ან ნევროლოგს უნდა მიმართონ.

უნდა აღინიშნოს, რომ პრეპარატს შესაძლოა სერიოზული გვერდითი მოვლენები ჰქონდეს, მათ შორის ტვინის შეშუპება და სისხლჩაქცევები, ამიტომ მკურნალობის დროს აუცილებელია მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიით რეგულარული კონტროლი. თერაპია ყველა პაციენტისთვის შესაფერისი არ არის.

სპეციალისტები ასევე ხაზს უსვამენ პრევენციის მნიშვნელობას: ფიზიკური და გონებრივი აქტივობა, ჯანსაღი კვება და არტერიული წნევის, ქოლესტერინისა და სისხლში შაქრის კონტროლი ტვინის ჯანმრთელობის შენარჩუნებას უწყობს ხელს.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *