Latest news
ზოი კონსტანტოპულუმ სიმღერა “სიცოცხლე ცხოვრების საჩუქარია” შეასრულა საბერძნეთი: სკოლების ბუფეტების ფუნქციონირების ახალი წესები ამოქმედდა ღრევენაში გაუჩინარებული 27 წლის ახალგაზრდა გარდაცვლილი იპოვეს საბერძნეთი: მასწავლებლები გაფიცვას აცხადებენ რატომ წაშალა იოანნა ღაკამ გიორგოს მაზონაკისთან მიმოწერა კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად საფეხმავლო ხიდი ჩამოინგრა პირეა: მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ ნეა მიხანიონას თევზის ბაზარი განუსაზღვრელი ვადით დაიკეტა მაზონაკისს ყოველთვის ჰქონდა ეჭვი პლაზმოფერეზის პროცედურის ღირებულებასთან დაკავშირებით  ავტომანქანების გამოფენის პირველ დღეს ვიზიტორთა რეკორტული გამოფენა დაფიქსირდა
ორშაბათი, ოქტომბერი 5, 2026
საბერძნეთიUncategorized

რა ნაბიჯებს დგამს საბერძნეთი დემოგრაფიული პრობლემების მოსაგვარებლად

რა ნაბიჯებს დგამს საბერძნეთი დემოგრაფიული პრობლემების მოსაგვარებლად

საბერძნეთის სოციალური ერთობისა და ოჯახის მინისტრის თქმით, საბერძნეთში არსებულ სოციალურ პრობლემათა შორისაა დემოგრაფიული პრობლემა, საცხოვრებლის კრიზისი, ოჯახების მხარდაჭერა და უცხოეთში მცხოვრები ბერძნების სამშობლოში დაბრუნება.

მინისტრის განცხადებით, დემოგრაფიული პრობლემის მოგვარებას გრძელვადიანი პოლიტიკა და არა ცალკეული, დროებითი ზომები სჭირდება. ამ მიმართულებით საბერძნეთმა 2025-2035 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმა შეიმუშავა, რომელიც 100-ზე მეტ ღონისძიებას მოიცავს.

განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ახალგაზრდა ოჯახების მხარდაჭერას. მათ შორისაა საბავშვო ბაღების ვაუჩერებთან დაკავშირებული ცვლილებები მრავალშვილიანი ოჯახებისთვის და პროგრამა „ძიძები სამეზობლოდან“, რომელიც სამი ან მეტ შვილიანი ოჯახებისთვის მთელი ქვეყნის მასშტაბით ხორციელდება.

მიხაილიდუ ასევე შეეხო საცხოვრებლის პრობლემას. მისი თქმით, 2026-2035 წლების საცხოვრებლის ეროვნული სტრატეგია 50 ღონისძიებას და 6,5 მილიარდ ევროზე მეტ დაფინანსებას ითვალისწინებს. მოქალაქეებისთვის არსებული პროგრამების შესახებ ინფორმაციის მისაღებად შეიქმნა სპეციალური პლატფორმა stegasi.gov.gr.

მინისტრმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო ე.წ. „brain regain“-ს, ანუ უცხოეთში წასული კვალიფიციური ბერძნების სამშობლოში დაბრუნებას.

მისი თქმით, 2010-2024 წლებში საბერძნეთი დაახლოებით 773 000-მა ბერძენმა დატოვა, ხოლო დაახლოებით 473 000 დაბრუნდა. მინისტრის განცხადებით, 2023 და 2024 წლებში ქვეყანაში დაბრუნებულთა რაოდენობამ უკვე გადააჭარბა ქვეყნიდან წასულთა რაოდენობას.

ამ პროცესის მხარდასაჭერად მოქმედებს ReBrain Greece, რომლის მიზანია უცხოეთში მცხოვრები ბერძნების დაკავშირება საბერძნეთში მოქმედ კომპანიებთან, რომლებიც მაღალკვალიფიციურ თანამშრომლებს ეძებენ.

მიხაილიდუს ინფორმაციით, ნიუ-იორკში გამართულ ReBrain Greece-ის ღონისძიებაში 35 ბიზნესჯგუფი და უცხოეთში მცხოვრები 1 500-ზე მეტი ბერძენი მონაწილეობდა. მათ შესაძლებლობა ჰქონდათ, საბერძნეთში არსებულ კონკრეტულ პროფესიულ შესაძლებლობებს გასცნობოდნენ.

მინისტრის თქმით ახალგაზრდა თაობებისთვის საბერძნეთი მხოლოდ წარმოშობის ქვეყანა კი არა, არამედ სწავლის, მუშაობის, პროფესიული განვითარების, ოჯახის შექმნისა და ცხოვრების რეალური არჩევანი უნდა გახდეს.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *